ნამცხვრები ,,ზამთრის ზღაპარი" შოკოლადის ტორტი , უგემრიელესია 2013, 22 თებერვალი, 18:51 ინგრიდიენტები
1. 100 გრ თეთრი შოკოლადი 2. 1, 5 ს.კ. კაკაო 3. 2 ჩ.კ ხსნადი ყავა 4. 100გრ ფქვილი 5. 200გრ შაქარი 6. 300 მლ 35% (ან მეტი) ნაღები 7. 140 გრ კარაქი 8. 200 გრ შავი შოკოლადი 9. 3 კვერცხი 10. 1ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან 1/2 ჩ.კ სოდა) 11. 3 ს.კ არაჟანი მომზადების წესი გავხსნათ ყავა ადუღებულ წყალში 2-3 ს.კ. 140 გრ შოკოლადი, კარაქი და ყავის მასა ერთად გავადნოთ. კვერცხი გავთქვიფოთ 180 გრამ შაქართან და არაჟანთან, შევურიოთ შოკოლადიანი მასა, შემდეგ დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი და კაკაო. ფრთხილად ავურიოთ. გაცხიმულ ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთი, მზაობა შეამოწმეთ ჩხირით. კრემი: გამთბარ ნაღებში 2-3 ს.კ, გაადნეთ და ჩაყარეთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი, გააციეთ და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი (მინიმუმ 2 სთ), შემდეგ გათქვიფეთ კრემის კონისტენციამდე. ბისკვიტი გაჭერით 2-ად ( ან 3-ად, თუ მაღალია) წაუსვით კრემი ყველა ფენას და შედგით მაცივარში. დარჩენილი შოკოლადი, შაქარი და ნაღები გაადნეთ, ოდნავ გააგრილეთ და მოასხით ტორტს. 1219 9-ს მოსწონს
|