სხვა ქალმა კიბოს გამო მოკვეთილი მკერდის ადგილას ფერადი ტატუ გაიკეთა 2013, 22 თებერვალი, 15:12
ქალმა, რომელმაც გადაიტანა კიბო, მკერდის ადგილზე გაიკეთა დიდი ზომის ტატუ იმისთვის, რომ დაეფარა ოპერაციის ნაკვალევი, შრამები.
კანადელი ინგა ტორნელი, ასე ჰქვია ქალს, რომელმაც თანხმობა განაცხადა საკუთარი ტატუს ფოტოგრაფირებაზე, ხოლო დიზაინერმა ლი როლერმა, რომელმაც ეს ნახატი შეასრულა, ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მაგრამ ადმინისტრაციამ მალევე წაშალა ეს ფოტო, რადგან მიიჩნია, რომ სახეზე იყო შიშველი სხეულის გამოხატვა იყო. ლიმ ფოტო კიდევ ერთხელ განათავსა სოციალურ ქსელში და მომხმარებლებს სთხოვა დახმარება, რომლის შედეგადაც ფოტომ მოაგროვა 150, 000 ლაიქი, 18, 000 კომენტარი და 120, 000 გაზიარება. ფეისბუქის მომხმარებლები თვლიან, რომ ფოტო მათ არანაირ შეურაცხყოფას არ აყენებს, ხოლო ადმინისტრაციამ დადო პირობა რომ არ წაშლის ფოტოს თუ ამას მომხმარებლების დიდი რაონდენობა არ მოითხოვს 66 4-ს მოსწონს
|