x
image
ბუბუ007
კანზასელი მათხოვრის ძალზედ საინტერესო ისტორია.

9 თებერვალს, ამერიკაში, კერძოდ კი კანზასში, ძალზედ საინტერესოimage
ამბავი მოხდა. ამერიკის მოქალაქემ, სარა დერლინგმა გადაწყვიტა რამდენიმე დოლარი მიეცა ხანშიშესული მათხოვრისათვის (სახელად ბილი რეი), რომელიც ერთ-ერთი ქუჩის ბორდიულზე იყო ჩამომჯდარი. როდესაც სარა მიუახლოვდა მოხუცს, ჯიბიდან მან რკინის ცენტიანები ამოიღო და იქვე სპეციალურად გამზადებულ ყუთში ჩაუყარა მას. როდესაც სარა სახლში მივიდა, მან შენიშნა რომ თითზე მისი საქორწილო ბეჭედი აღარ ეკეთა რომლის ღირებულებაც 15 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებდა.
შეშინებული სარა უმალ გაეშურა იმ ადგილისაკენ, სადაც მას მოხუცი მათხოვარი ეგულებოდა. როდესაც იგი მივიდა მასთან, მოხუცმა უყოყმანოდ უკან დაუბრუნა ეს ბეჭედი. მადლობის ნიშნად კი სარამ მთელი ფული ამოიღო საფულედან და მისცა ბილი რეის.
რამდენიმე დღეში ეს ამბავი მთელს ამერიკას მოედო....ცნობილმა ჟურნალებმა თუ ტელევიზიამ, ყველამ გააშუქა კანზასელი მათხოვრის ისტორია.
ამისათვის ერთ-ერთმა ამერიკელმა გადაწყვიტა ფონდიც კი შეექმნა ბილი რეის დასახმარებლად.
დღემდე უკვე 60 000$ დოლარზე მეტი ჩაირიცხა ამ ფონდში, რომლის მიზანიცაა 1 მილიონი დოლარის შეგროვება.


6
492
6-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
492
  
2013, 1 მარტი, 1:54
ღმერთი იყურება ზემოდან ნამდვილად.
2013, 22 თებერვალი, 14:46
არა მეც დავუბრუნე... თან რა დროს იცი ? ყველაზე მეტად რო იყო გავრცელებული მობილურის მოპარვები.
2013, 22 თებერვალი, 14:45
მე კი პირიქით ავტობუსში 20 ლარიანი ამომივარდა ჯიბიდან და დამიბრუნეს :D:D
2013, 22 თებერვალი, 14:44
მეც დავუბრუნე ერთხელ გოგოს მობილური. მარშუტკაში დაუვარდა და მივაწოდე ჩასვლისას და მერე ვინც გაიგო ყველამ იდიოტი მეძახა... :შ
2013, 22 თებერვალი, 14:42
აბა ზოგს რა ბედი აქვს:D
2013, 22 თებერვალი, 14:41
აუუუ
0 1 6