ქალი და მამაკაცი როგორ საწოლშია უმჯობესი სექსი 2013, 22 თებერვალი, 20:57 რა თქმა უნდა სექსით დაკავება შესაძლებელია მრავალ ადგილას: მანქანაში, სამზარეულოში, ვანაში, და ა.შ... მაგრამ ყველაზე გავრცელებულ და ტრადიციულ ადგილს საყვარლებისთვის, მაინც ლოგინი წარმოადგენს. მოდით გავიგოთ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ თქვენი ლოჟა სექსუალურ ენერგიას ასხივებდეს. მიუხედავად იმისა რომ სექსუალური აქტების უმრავლესობა ბნელ და დამუქებულ ადგილებში ხდება, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი საწოლის თეთრეულს, მათ შორის ფერებს. ყველაზე სასიამოვნო და ძლიერი ორგაზმის მიღება შესაძლებელია მძაფრი წითელი და ცეცხლოვანი ნარინჯისფერი ფერებით. ხოლო ცისფერი პირიქით ასექსუალური ფერია. მასზე კარგად დაიძინებთ, იგი უძილობის სამკურნალოდაც გამოიყენება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მატერიას. ბალიშის პირს და ზეწარს. არავითარ შემთხვევაში არ აირჩიოთ სინთეთიკა. გარდა იმისა, რომ იგი მავნეა სხეულისთვის და უსიამოვნო კანისთვის ამავდროულად სრულიად შეუსაბამოა სექსისთვის. წარმოიდგინეთ: თმები იმუხტება, კანი გექავება და ა.შ.. სულ სხვა საქმეა ბამბა _ მატერია წლის ნებისმიერი სეზონისთვის და რეკომენდირებული ნებისმიერი მომხმარებლისთვის. არსებობს ასევე სელი _ განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში მაგრამ მაინც არაა რეკომენდირებული სექსისთვის რადგან იგი საკმაოდ უხეში მატერიაა. აქტის დროს, რიტმული მოძრაობისას თქვენ უფრო რბილ მატერიაზე ისურვებდით დაწოლას. იდეალური კომპრომისია მათი ერთობლივი გამოყენება, რაც დამატებით ბონუსებს მოგცემთ _ კანსაც სიამოვნებს, ტენსაც იწოვს და გემსახურებათ დიდხანს. ყველაზე პოპულარულ მატერიას რაღა თქმა უნდა აბრეშუმი წარმოადგენს, მაგრამ მისი შეფასებები ცოტათი გადაჭარბებულია. მისი გრილი ეფექტი ზაფხულში სასიამოვნოა მაგრამ ზამთარში სრულიად ზედმეტია. გარდა ამისა აბრეშუმი სრიალებს, რამაც სექსის დროს შეიძლება გარკვეული დისკომფორტი შეგიქმნათ. და ბოლოს რაღა თქმა უნდა საწოლი უნდა იყოს სუფთა. ჭუჭყიანი საწოლის “ არომატები'' ხომ გადაფარავს სხეულისას. 197 5-ს მოსწონს
|