სხვა ვერ გახდები მდიდარი, თუ იქნები კეთილი (+ მილიონერების წესები) 2013, 22 თებერვალი, 1:03 ![]() ![]() მილიონერების მხოლოდ ნახევარი თუ დაიკვეხნის უმაღლესი განათლებით. მაგრამ ისინი წარმატების გასაღებად შრომისმოყვარეობას თვლიან. შემდეგ - განათლებას, მერე - მიზანსწრაფვას, პატივისცემას გარშემომყოფთა მიმარ. აუცილებელია დისციპლინის ჩვევები. მილიონერების მხოლოდ 3%-მა მიიღო კაპიტალი მემკვიდრეობით. პრაქტიკულად ყველა მათგანი იღებდა ფულს კრედიტით ან ვალად. მათ ჰყავთ დამხმარე, რომელიც გეგმავს განრიგს, უკვეთავს მაგიდას რესტორანში და აგვარებს სხვადასხვა პრობლემებს.ისინი მოქმედებენ მკაცრი კანონით: "იყავი ნაძირალა, თუ საქმე ეხება ბიზნესს." ამავე დროს კარგი მეოჯახეები და გულუხვი მეცენატები არიან. არ ყიდულობენ ძვირფას მანქანას, საჭიროების შემთხვევაში ქირაობენ მას. ისინი დიდ ფულს აბანდებენ საკუთარ ჯანმრთელობაში, კარგ საკვებსა და დასვენებაში. მათ შურთ უფრო მდიდრების. ეშინიათ პენსიაზე გასვლის. მათ ცხოვრებაში არ დგება გაძღომის მომენტი. 108 5-ს მოსწონს
|