x
21 საუკუნის საოცრება

დუბაი არაბეთის გაერთიანებული საემიროების შვიდი საემიროდან ერთ-ერთი და ყველაზე მრავალრიცხოვანია. იგი მდებარეობს სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე არაბეთის ნახევარკუნძულზე. მისი უდიდესი ქალაქი არის დუბაი.imageდუბაი საუკეთესო პირობებს ქმნის შოპინგისა და ზღვაზე დასვენებისათვის. ვერსად შეხვდებით ამდენ სავაჭრო ცენტრს და ასე დაბალ ფასებს მსოფლიო ბრენდების პროდუქციაზე. დუბაის ჯუმეირას რაიონის პლიაჟი დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია. ეს მრავალკილომეტრიანი ქვიშიანი პლიაჟია ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროებით. ქალაქის ხმაურისგან დასვენება და განტვირთვა პარკებში შეიძლება, რომელიც ძირითადად, ოჯახთან ერთად დასვენებისა და პიკნიკებისთვის არის განკუთვნილი. Wonderland ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია ახლო აღმოსავლეთში. ის სამ ნაწილად იყოფა. აქ ისმის ცოცხალი მუსიკა, თავმოყრილია ატრაქციონები, აკვაპარკი და სამი აუზი სპორტული წყლის სახეობებისთვის. მსურველებისთვის არის ასევე სწრაფი კვების ობიექტები.
imageდუბაი ეს ქალაქი-ფენომენია. დუბაიში მოქმედებს გადასახადებისა და ბიუროკრატიისგან თავისუფლების ფენომენი. ეს ქალაქი სპარსეთის ყურეში ყველაზე ცნობილია და საუკეთესო პირობებს ქმნის შოპინგისა და ზღვაზე დასვენებისათვის.დუბაიში ყოველწლიურად (11 ივნისიდან - 14 აგვისტომდე) ტარდება დუბაის ტრადიციული სავაჭრო ფესტივალი, რომლის განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინოთ გასული წლის საქონელი და გაეცნოთ ახალ მოდელებს. არჩევანი კოლოსალურია. ამ აქციების მთავარი საიდუმლო ის არის რომ ადგილობრივი სავაჭრო ფირმები განთავისუფლებულნი არიან გადასახადებისაგან.გასაოცარი ქვეყნის საუკეთესოდ გასაცნობად შესაფერისი დრო იანვრის თვიდან იწყება და აპრილამდე გრძელდება. ეს ის დროა, როდესაც არამხოლოდ კარგი ამინდით და ზღვის თბილი ტალღებით ისიამოვნებთ, არამედ საშუალება გექნებათ მრავალფეროვანი „shopping“-ითაც იჯეროთ გული.
რაც შეეხება ღამის კლუბებს, რესტორნებს, სპორტულ დაწესებულებებს, მაღაზიებს, ამ მხრივ დუბაი მართლაც პირველია. რა თქმა უნდა, ეს ქალაქი ძალიან კარგია კონფერენციების, გამოფენების, ბიზნეს-ტურებისათვის. დუბაიში ყველა პირობაა სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის, გერმანიაში ჩატარებული ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, დღეს დუბაი მსოფლიოში ცნობილი კურორტების ათეულის წევრია. არაბეთის გაერთიანებული ემირატების ეს ქალაქი ცნობილია თავისი საგზაო ქსელით, რომელიც ესკადებითა და გვირაბებით სულ უფრო თანამედროვე ხდება. არანაკლებ აღფრთოვანებას იწვევს ჯებელ ალიას და რაშიდის პორტები. imageimageimage



0
457
3-ს მოსწონს
ავტორი:ბუსკუტი
ბუსკუტი
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0