ტექნიკური Google Glass–ი კომპანია Google–სგან 2013, 21 თებერვალი, 22:01 ![]() "Google Glass"–ი აღჭურვილია პატარა დისპელით, რომელიც მაგრდება მარჯვენა თვალის მოპირდაპირე მხარეს. მისი ჩარჩო მოქნილია და მარცხენა მხარეს დამატებითი ლინზების დაყენებაცაა შესაძლებელი. მომხმარებელს შეუძლია "Google Glass"–ის მართვა ხმოვანი ბრძანებებით, რომელიც უნდა დაიწყო სიტყვებით, «Ok Glass». მას შეუძლია "Google Glass"–ს სთხოვოს მოძებნოს მონაცემები Google–ის საძიებო სისტემის საშუალებით, გადაიღოს ფოტო ან ვიდეო, დაიწყოს ვიდეო ჩატი სხვა მომხმარებლებთან ან გამოიყენოს ნავიგაცია. ლოდინის რეჟიმში მას შეუძლია აჩვენოს დრო და ამინდი. 46 შეფასება არ არის
|