x
image
მიხოო
პატიება
ლექტორის თხოვნით უნდა დაგვეწერა თავისუფალი თემა, თემის სათაური უნდა ყოფილიყო "პატიება". მე ეს თემა დავწერე და 100 ვერა მაგრამ 93 ქულა ავიღე : ) თქვენც შეაფასეთ..


უფალი იესო ქრისტე კაცობრიობისათვის სისხლის დამდგენელი, ძეთა, ადამიანთა, არ დაინდეს და ჯვარს აცვეს. ჯვარზე გაკრულიც ამას ამბობდა: ღმერთო შეუნდე, რადგან არ იციან თუ რას იქმნიან. ჩვენ ვინ ვართ მასთან შედარებით, მატლები და რა უფლება გვაქვს არ ვაპატიოთ მოყვასს შეცდომები, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ მოსდით.

უფალი ბრძანებს: გიყვარდეთ მოყვასი ვითარცა თავი თვისი, თუ არსებობს სიყვარული პატიებაც ადვილია, ვისაც მპატიებლობის უნარი არააქვს ის მოძალადეა, არცერთი მოძალადე ბედნიერი არ არის. იგი შინაგანად იტანჯება, თითოეულ ჩვენთაგანი ვეცადოთ უფლის გზას დავადგეთ.

პავლე მოციქული ბრძანებს: მობაძავ ჩემთა, იყვენით ვითარცა მე ქრისტესი. მნიშვნელოვანია ადამიანმა დაინახოს, გააცნობიეროს რა არის ადამიანური ჭეშმარიტობის საზომი, რას უნდა მიბაძოს, რას ესწრაფვოდეს, რათა გარდაიქმნას დაიხვეწოს, უკეთესი გახდეს და ამ გზით მოიახლოვდეს იდეალს რადგანაც ქრისტიანობა არის სწორედ უნარის: ძალისამებრ მიბაძვა ქრისტესი.


მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანმა შეძლოს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების შეფასება. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანობა სამეუფო გზით სიარულს ნიშნავს და თავი უნდა დავიცვათ უკიდურესობისაგან.

უფალმა სინას მთაზე ორი ფურცელი აჩვენა, პირველზე 4 მცნება იყო, რომელიც ღმერთთან ურთიერთობას წარმართავდა, მეორეზე კი ადამიანებთან ურთიერთობაზე მიუთითებდა. საკუთარი თავის გამოხატვა ურთიერთობაში ხდება, უნდა მივუტევოთ ადამიანს, ვთქვათ რაღაც შეგვეშალა, ნუ დავმალავთ შეცდომებს, სიმძიმეს თუ გავექცევით, ისევ სიმძიმეში აღმოვჩნდებით.

ცხოვრება უმოწყალო უდაბნოა და ვეცადოთ გარს შემოვუაროთ, ამბობს ფილოსოფოსი კანეა. როცა ვიბადებით ვტირით, რომ სერიული თამაშია კაცთა ცხოვრება და გინდა თუ არა, უნდა ჩავდგეთ მის რიგებში და ვიტვირთოთ იგი. და მოდით ჩვენც ისე ვიცხოვროთ, რომ სიკვდილის წინ, როცა მესაფლავე ორმოს გაგვითხრის, დავენანოთ.


4
769
4-ს მოსწონს
ავტორი:მიხოო
მიხოო
769
  
2013, 21 თებერვალი, 21:04
იურიდიული
2013, 21 თებერვალი, 21:03
რომელ ფაკულტეტზე?
2013, 21 თებერვალი, 21:03
ჯავახიშვილი
2013, 21 თებერვალი, 20:59
სად სწავლობთ? :)
0 1 4