საქართველო ბიძინა VS მიშა შენ რომელი ? !!! ბიძინა და პოლიტიკა. სააკაშვილი კი კაიფშია!!!! 2012, 19 აპრილი, 19:19 რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, უამრავი აზრი და ეჭვები გააჩინა, ამ გამოჩენამ, თავიდან ისე ჩანდა თითქოს მართლაც და უნდა ღირსებოდა საქართველოს რაღაც ნათელი მომავალი, ბოლოს ისე გამოჩნდა რო თითქოს რაღაც ბუნდოვანი გზის პირას ვართ და ვერ ვგებულობთ რას ვტკეპნით და რას ვაპირებთ, ბატონმა ბიძინამ ვერ დაანახა ხალხს რას აპირებს ის მომავალში, ფაქტიურად ხალხი ვინც კი მისთვის სიცოცხლეს არ იშურებდა მათაც ვეღარ გაუგიათ რა ქნან ვისი დაიჯერონ, ალბად დროა გაკეთდეს შემდეგი ნაბიჯები, მკაფიოდ უნდა ითქვას რას ვაპირებთ თუ ბიძინას მოსვლის შემთხვევაში, რუსეთთან რა ურთიერთობა იქნება, უამრავი კითხვა ჩნდება რუსეთთან დაკავშირებით მაგრამ პასუხი არ არსებობს, და ის ისევ ერთია, ის გასაოცარ პოლიტიკას გვპირდება. პირადად მე ბიძინას არანაირი წინააღმდეგი არ ვარ უბრალოდ მინდა დავინახო ამ ადამიანში ის რაც მართლა უნდა ჩანდეს, და რას აპირებს მინდა დამარწმუნოს რო მართლაც ღირსია მართოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, მინდა მივემხრო მაგრამ უამრავი ეჭვია.... სამწუხაროდ. ახლა კი ორიოდ სიტყვა მიშაზე ნუ ისეთი რა უნდა დავწერო ან რა უნდა ვთქვა რაც არ გაგიგონიათ ან რაც არ გინახავთ, უბრალოდ ალბად ყველამ იცით, რა პრეზიდენტის ხელშიც ვართ, პუტინს დასცინის მასავით როგორ მოვიქცევიო და თვითონაც არ აკეთებს აქცენტს მის მომავალ თანამდებობაზე, ნუ თუ საერთოდ წასვლა უნდა, ეგეც საკითხავია, კი მართლაც უდავოდ ძლიერი პიროვნებაა შეიძლება ვერც ვერავინ გააკეთოს იმდენი რამდენსაც სააკაშვილი აკეთებს, მაგრამ... მაგრამ ის რომ, არარსებული რეალობით აბოლებს ერს, ათასობით დასაქმებულებზე ლაპარაკობს სინამდვილეში 100 კაცს ვერ მოკრიბავ იქ რომ გაიარო, საავადმყოფოებზე საუბრობს, იქ კიდე დაწვენა უფრო ძვირი ჯდება ვიდრე კოსმოსში გასეირნება ჩვეულებრივი ქართველისთვის, ოცნებად დასახული ლაზიკა, არარეალობის რაღაც ალბად ზედაზღვარი, ქართული საბრძოლო ტექნიკის, ერთიმეორეზე გამოშვება და მისი გამარიაჟება, ნუთუ სხვას ვერაფერს იფიქრებენ პიარმენეჯერები? ხო კიდევ კინაღამ გამომრჩა, ვერაფრით გაამართლებთ ალბად ვერცერთი სულით ქართველი კაცი სააკაშვილის საქციელს ალბად ათასობით ადამიანმა ნახა თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ის, მახათას მთაზე.ერთი ფაქტი არ ამომდის თვალებიდან, განმუხურის კონცერტი, როცა ოკუპანტებს ვითომდა აძევებდა ჩვენი ტერიტორიიდან :D ამაზე კარგად ვიხალისე, კიდევ ათასობით რამის ჩამოთვლა შეიძლება, მე ვფიქრობ რომ პრეზიდენტი იმას კიარუნდა გვაყვედრიდეს რა გააკეთა, იმაზე უნდა ფიქრობდეს კიდევ სად არის სუსტი ადგილი სად ვერ გავაკეთე სწორად, არა ამან ხო ბათუმი აგვიშენა სადაც ქართველების 89% ვერც კი ეღირსება ნორმალურ სასტუმროში შესვლას, მიზეზი მარტივია, შენ იმას ვერ გადაუხდი რასაც ტურისტი, ამიტომ შენთვის იქ ადგილი არ არის. დააფიქსირეთ ყველამ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ბიძინაზე, ნუთუ მართლა შეიძლება ასეთ ადამიანში დაინახო საქართველოს მომავალი??? 1073 6-ს მოსწონს 1-ს არა
|