x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135771
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510148
გიორგი ღონღაძის მკვლელობაში უკრაინის ექს-პრეზიდენტს ადანაშაულებენ

imageუკრაინის გენერალურ პროკურატურას, აქვს საკმარისი მტკიცებულებები დამნაშავეთ ცნოს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეში.ამის შესახებ ისაუბრა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა რადიო "ეხო მოსკოვი"-ს ეთერში.

კითხვაზე კუჩმამ გასცა თუ არა გიორგი ღონღაძის მკვლელობის ბრძანება, კუზმინმა უპასუხა "ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ კუჩმა იყო ამ დანაშაულიში გარეული.ახლა ჩვენ დაინტერესებული ვართ გამოვიძიოთ და შევაგროვოთ ყველა მტკიცებულება".

გიორგი ღონღაძის მკვლელობა მოხდა 2000წლის შემოდგომაზე.2008 წლის მატში, უკრაინის სააპელაციო სასამათლომ დამნაშავედ ცნო, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი:ვალერია კოსტენკო, ნიკალაი პროტოსოვა და ალექსანდა პოპოვიჩი და მიესაჯათ მათ პატიმრობა 12 დან 13 წლამდე ვადით.კიდევ ერთი ბრალდებული, ალექსეი პუკაჩი იძებნებოდა 2005წლიდან, ის დააკავეს 2009წელს.კიევში, პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ, ალექსეი პუკაჩს გამოუტანა სამუდამო პატიმრობის განაჩენი ჟურნალისტ, გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამო.განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პუკაჩმა განაცხადა, განაჩენი მისთვის მისაღები მაშინ იქნება, როცა მის გვერდით იჯდება ექს-პრეზიდენტი.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:Joseph
Joseph
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0