x
image
კატაპულტი
საჭირო ფიქრები

image

საერთოდ, ადამიანები საერთოდ არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის და არც საერთო ფიქრებს... მიდიხარ შენთვის ზაფხულის გრილ საღამოს, ან ზამთრის თეთრ ღამეს, ან შემოდგომის ფოთოლცვენაში, ან გაზაფხულის ყვავილების სურნელით გაჟღენთილ ქუჩაში შენი ათასობით ფიქრით თავჩაქინდრული და უცებ ვიღაც, დროის ფუჭადმფლანგველი გაჩერებს, საათს კითხულობს, დროს, რომელიც მისთვის არაფერს ნიშნავს;დროს, რომელიც შეიძლება მხოლოდ იმისთვის აინტერესებს, რომ გაიგოს, რამდენ ხანში ჩამოივლის მანქანა, რომელიც ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გაივლის იქ და რომელსაც სამი წელიწადია უკანა მინაზე აწერია “გამრეცხე". ამ უსაქმურს კი იმის ინტერესი კლავს ისევ ეწერება თუ არა დღესაც უკანა მინაზე “გამრეცხე"; გაგაჩერებს, ფიქრებს აგირ-დაგირევს, თავს მაღლა აგაწევინებს, მერე საატზე დაგახედებს, ისევ თვალებში შეგახედინებს, გათქმევინებს ესა და ეს დროაო, თუ ნამეტნავად აწუხებს ზუსტად კიდევ რამდენი უნდა ელოდოს ნაცნობ მანქანას, არც მოერიდება, ჩაგეკითხება, ზუსტად რამდენი წუთიაო, და ეს ყველაფერი უბოდიშოდ, უ-უკაცრავოდ;და მერე კარგად მეყოლე, დაგტოვებს ასე ფიქრებარეულს, თვალებდაძაბულს;თუ არ გაგიმართლათ და ორივე მწეველები აღმოჩნდით, ერთი-ორი ღერი სიგარეტითაც შეგამსუბუქებთ (ან იქნებ, სულაც მაგისთვის გაგაჩერათ?!). უარს ხომ არ ეტყვით?!-ვერ ეტყვი, ისაა მოურიდებელი, თქვენ ხომ არა.არა და ის არ გეყოფა, რომ ფიქრებს დაგაცილა?! ყოველთვის თავს ვარიდებდი რაიმე პირადულისათვის ვინმე შემეწუხებინა, აი, თუნდაცსაათი მეკითხა;ალბათ, იმიტომ, რომ მგონია, ყველა ჩემსავით ფიქრებშია ჩაფლული.ნეტავ, ასეა?! ან თუ ფიქრობენ, რაზე? გაგიკვირდებათ და, მე იმაზე ვფიქრობ, თუ რაზე ფიქრობენ სხვები, აი, ვზივარ ტრანსპორტში და ვუყურებ ჯერ მოხუც კაცს, რომელიც თავჩაქინდრული ზის და თვალები დანაღვლიანებუილი აქვს, რაზე შეიძლება ფიქრობდეს?!-იქნებ, მეუღლე გარდაეცვალა ცოტა ხნის წინათ და იმას ჩაუფიქრებია?ან იქნებ, შვილიც დაეღუპა ამ ბედუკუღმართ სამყაროში?(საერთოდ, რაც უფრო ხნიერია ადამიანი, მით მეტი დარდი და საფიქრებელი აქვს9ნორმალურ ადამიანს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა)... მაგრამ ეს ახალგაზრდა ბიჭი რაღას ჩაუფიქრებია, ნეტავ?_ალბათ, უნივერსიტეტის გამოცდებზე ფიქრობს, ან იქნებ, რომელიმე გოგომ მისცა სიყვარულის გამოცანები?.. ვინ მოსთვლის რამდენი ასეთი სურათი მინახავს ქუჩაში, ტრანსპორტში, მეზობლად, სუფრაზე, სამსახურში....

და მაინც, რა არის ფიქრი?რა საჭიროა ის?ის ხომ არც საჭმელია, არც სასმელი, არც ჰაერი, და ხშირ შემთხვევაში არც ჩვენი მოქმედებების საწინდარი?(დამეთანხმებით, ადამიანთა უმრავლესობის ფიქრების უმრავლესობა ფუჭია).

პირველი, რაც ფიქრთან დაკავშირებით მახსენდება, ესაა ერიხ მარია რემარკის სიტყვები, რომ არავინ დაგვაფასებს ჩვენი ფიქრების გამო.დიდი ხნის განმავლობაში ვეთანხმებოდი ამას და ვფიქრობდი იმაზე რისი განხორციელებაც შესაძლებელი იყო ჩემთვის, ახლა კი უკვე ვიცი, რომ ფიქრის გაზიარებით შესაძლებელია გაკეთდეს ის, რაც ჩემი ხელიდან შეუძლებელია, ან თუ არ გაკეთდება მეორე ადამიანის მიერ, ფიქრმა მაინც განიცადოს ევოლუცია და სადღაც, თუნდაც მეათასე კაცში მაინც შეისხას ფრთები.ისე კი, ბოლო დროს დავუკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ფიქრი ბევრს ეზარება, ან ისევ და ისევ პრაგმატულობის გამო არიდებენ თავს.სხვა რა გზაა, ისევ მე და ჩემნაირებმა უნდა ვიფიქროთ.

ფიქრია ის ერთადერთი, რომელლიც უკაცრიელ სამყაროშიც კი არ მიგვატოვებს სიცოცხლის ბოლომდე;ისაა, რაც ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება;ფიქრი სულია.

0
136
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0