x
image
თამარი555
,,ყველაფერი შენს ხელშია".

უწინდელ დროს, ძველ ქალაქში ცხოვრობდა ოსტატი, გარემოცული თავისი მოსწავლეებით. ერთ-ერთი ნიჭიერი მოსწავლე ერთხელაც ჩაფიქრდა და კითხვა გაუჩნდა: “ არსებობს ნეტავ ისეთი კითხვა, რომელზედაც ჩვენს ოსტატს არ ექნება პასუხი?". ის წავიდა ყვავილებით აყვავებულ მდელოზე, დაიჭირა ლამაზი პეპელა და ხელისგულებს შორის მოიმწყვდია. პეპელა ფართხალებდა მის ხელებში, მოსწავლე კი მხიარულად იყო. გაღიმებული მივიდა იგი ოსტატთან და კითხა:__ “მითხარით, როგორი პეპელა მყავს ხელში: მკვდარი თუ ცოცხალი?. მას მჭიდროდ ყავდა ხელებში მოქცეული პეპელა და მზად იყო მომენტალურად წამში დაეყენებინა ის შედეგი რაც მისი პასუხის სინამდვილეს დაამტკიცებდა. ოსტატმა არც შეხედა მოსწავლის ხელებს და ასე უპასუხა: “ყველაფერი შენს ხელშია."


image

0
147
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0