ვინც თვალს ადევნებდა ჯგუფ “ქუჩის ბიჭების" შემოქმედებას, კარგად ემახსოვრება ჯგუფის ერთ-ერთი წევრი- გურამ ლომიძე, გამორჩეული ხმის მქონე ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი. გურამის პირველი მეუღლე “, ისი-პარის" სახე, ხატია შამუგია იყო. წყვილს ერთად დიდხანს არ უცხოვრია, მათ ამ ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავთ. განქორწინების შემდგომ გურამი მალევე გაემგზავრა ჩიკაგოში და იქ გაიცნო მომავალი მეუღლე ელისა. როგორც ირკვევა გურამი მეორე მეუღლესაც გაშორდა და ახლა უიმედოდ შეყვარებულია.