x
image
მიხოო
ლექსები დინამოელებზე !!
ნოდარ ახალკაცს


ხარ უბადლო წინამძღოლი,

ახლა უკვე -მწვრთნელთა მწვრთნელიც...


ალბათ, მრავალს არც უნახავს

შენოდენი ბრძოლის ველი!

ბევრი ტრამვა მიგიღია, -

ზოგჯერ გოლიც რომ ვერ შველის...

მაგრად დგახარ !

მაინც სხვა ხარ !

ყველა თასი -

ალალ შენი!..


ოთარ გაბელიას


მე - მეკარე გაბელია

კვლავ "დინამოს" კართან ვდგევარ,

ხომ გავუძელ, ხომ დავუძვერ

იენელთა შემოტევას!?..

პენალტიც ხომ ამიღია.

(გეხსომებათ ალბათ დიდხანს!)

აწი ზოგ ბურთს მე დავიჭერ

ზოგსაც მცველი გამოიტანს.


თამაზ კოსტავას


მსრისხანე თავდამსხმელები

ლამის მცველებად აქცია!

ჩვენც ვეღარ აგვირჩევია: -

კოსტავაა, თუ... კალტცია?!

ეს რომ გვყოლოდა, "ჰამბურგსაც"

შეერყეოდა აქცია !


ალექსანდრე ჩივაძეს


უნდა შენიც დაიცვა და

სხვის კარადაც გაიკარო.

შუბლით უნდა გაიტანო!

თავით უნდა გაიტანო!

შიში აღარ გაიკაცო,

ტრამვა უნდა აიტანო,

ვაჟკაცურად აიტანო -

კაპიტანო.


ნოდარ ხიზანიშვილს


შენგან იოლად დასხლტომა

ნურავინ დაიჩემოსა!

"4"-ნომრიანი სამოსი

შოთას ტოლფერდად გემოსა...

ოთხჯერ დაგლოცავთ, -

"სუპერ-თასს"

რომ გავუსინჯავთ გემოსა!..


შოთა ხინჩაგაშვილს


რაც შენით გუნდი დამშვენდა -

გლდანის მასივიც გაშენდა!

ცოტა ტრამვები დაგჩემდა..

მაინც შენ ფარობ ფარადა !

მტერს და მოყვარეს არჩევ

და სხვებსაც სიქველეს აჩვევ და...

ეს არის შენი დიდგორი,

ეს არის შენი მარაბდა!..


გია თავაძეს


წართმეულ ბურთსა ვეძებდი, -

ვერ ვნახე, დაკაგულიყო...

დარასელიას დაერტყა, -

ბადეში გახლართულიყო!..

მივუხმატკბილე ვერცხლის თასს:

- ახლა ჩვენი ხარ, სულიკო...


ვიდალი დარასელიას


ჯერ ბუცებიც კი არ ეცვა,

როცა ნიკემ შეიყვარა.

დაშნასავით იელვარა

"კარლ ცაისის" კარდაკარა! -

ვერცა მცველმა უფარა და

ვერც მეკარემ დაიფარა...

ბურთმა ბადე დათოფა და

საქართველომ გაიხარა!


ზაურ სვანიძეს


არა, ძმობილო,

ახლა ფეხბურთი

ადრე რომ იყო

მასე როდია...

როცა ზოგ-ზოგი

მობურთავენი

მსაჯის საათსა

დასჩეროდიან, -

ჩვენც გჯეროდიან,

შენც გჯეროდიან...

თავად ანგლონიც

გაჰკვიროდიან!..



თენზიგ სულაქველიძეს


ფეხსარმიანო,

სუსტთა და

ტანო, ტა-ტანით გამტანო!..

"დინამოს" საჯარიმოსთან

მსაჯიც არ გააჭაჭანო!..


ვლადიმერ გუცაევს


ზოგი ტექნიკურად გაქცევს,

ზოგი, მართლა, ნამეატნობს...

მოდი, ახლა სხვას უსარმონ,

შენ - პენალტი გაგეტანოს !


დავით ყიფიანს


"დინამოს" დირიჯორი ხარ,

გვიღირხარ ათას პ ლ ა ტ ი ნ ა დ !

(თუმცა მუმიოს მალამო

არ იშოვება ადვილად) -

თვით ტუტანჰამონს მოგართმევთ,

თუ ვინმემ მუხლი გატკინა!..


რამაზ შენგელიას


სიზმრად ვნახე: ვერცხლის თასი

ხელთ გვეჭირა, როგორც ხვითო, -

დაცალე და..

ჩაიხედე: -

იქაც დათოს პასი იდო !..

0
81
2-ს მოსწონს
ავტორი:მიხოო
მიხოო
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0