ფეხბურთი სუპერთასითაც !!! 2013, 19 თებერვალი, 18:03 მთელ საქართველოს დაივლის,
ვარდებს შეჰკონავს მაისი,
წარვტაცეთ თასი ევროპას -
ცერზე ვერ შედგა "ცაისი";
მამაკაცურ-ახალკაცური - ხმლიან-ფარიან-ფრთიანი, კვლავ იწერება აწ ბურთით ახალი "დავითიანი". ვის შერჩა ხმა საღიღინო, ჩაგვიწყდა... მოსვლა ვაცალოთ, - ზეიმია და წელს ღვინო სუპერთასითაც დავცალოთ. ზაზა კაციაშვილი. 9 1-ს მოსწონს
|