2013 წელს ყველა ქალბატონი მაქსიმალურად უნდა ეცადოს საკუთარი სხეული გადატვირთოს ბრჭყვიალა, მიმზიდველი აქსესუარებით. სასურველია ეს ძირითადად იყოს საათი, ბეჭედი და სამაჯური. ყელსაბამზე უარი დიზაინერებმა მხოლოდ იმიტომ თქვეს, რომ წელს არ იქნება მოდაში ღრმა "დეკოლტე". მოგწონთ თუ არ მოგწონთ წელს უპირატესობა ენიჭება დიდი ზომის აქსესუარებს იმისათვის, რომ თვალში საცემი იყოს ყველა თქვენს გარშემოყოფთათვის. აქსესუარები სასურველია იყოს ოქროსფერი მეტალისგან დამზადებული ან ყავისფერი ტყავისგან.