ტექნოლოგიური სიახლეები 8 მიზეზი, რის გამოც Android სჯობია iPhone-ს 2013, 18 თებერვალი, 22:41 1)ზომა
Apple-მა დაიკვეხნა, რომ iPhone 5 გაიზარდა 3.5 დიუმიდან 4 დიუმამდე. Android-ის სამყაროში კი 4.3 დიუმიანი Droid RAZR M ითვლება კომპაქტურ ტელეფონად, 4.8 დიუმიანი Galaxy S III ნორმალურ ტელეფონად და მხოლოდ 5.5 დიუმიანი Galaxy Note II ითვლება დიდ ტელეფონად.
2)პიქტოგრამები გილოცავთ iPhone 5-ის მფლობელებს. თქვენ მიიღეთ დამატებითი ველი პიქტოგრამებისათვის, რაც არ იყო iPhone 4-ში და iPhone 4S-ში. მაგრამ თუ თქვენ Android-ის ნებისმიერ ტელეფონს იყენებთ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბევრად მეტი, ვიდრე პიქტიგრამების სტანდარტული ნაკრებია. თქვენ გაქვთ 5-7 სამუშაო ეკრანი და ასევე სამუშაო მაგიდა, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ სხვადასხვა ინტერაქტიული ვიჯიტით. 3)ჩანართები "ვაშლი" არ ჩქარობს სადაო ტექნოლოგიების გამოყენებას. კომპანიამ მხოლოდ ეხლა დაამატა ეს "მოდური" ფუნქცია "ელექტრონული ფოსტის ჩანართები" iPhone 5-ში. Android საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ ნებისმიერი ფაილი ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 4)მობილური გადახდები iPhone 5-ის მფლობელებმა შეიძლება დაივიწყონ მობილური გადახდების განხორციელების შესახებ, რომლებიც საშუალებას გაძლევთ მხოლოდ შეეხოთ წამკითხველ მოწყობილობას რათა შეიძინოთ ნივთი. Android-ის ბოლო ტელეფონები NFC-ს მხარდაჭერით საშუალებას იძლევა არა მარტო განახორციელოთ მომენტალური გადახდები, არამედ გაცვალოთ ფოტოები და ვიდეოები მეორე ტელეფონთან წამიერი შეხების გზით. 5)ფაილების კოპირება სცადეთ მიუერთოთ Android კომპიუტერს და გამოიყენოთ, როგორც მეხსიერების ბარათი. გამოგივიდათ? თქვენ გაქვთ წვდომა ყველა ფაილთან, ისე როგორც ჩვეულებრივ ფლეშკას ათვალიერებთ. რა ხდება თუ კომპიუტერს iPhone 5-ს მიუერთებთ? თქვენ ხედავთ მხოლოდ სურათებს, რა თქმა უნდა თქვენ შეძლებთ დააკოპიროთ მედიაფაილებიც პროგრამა ITunes-ის საშუალებით, მაგრამ თქვენ მაინც არ გაქვთ წვდომა სხვა ფაილებთან. 6)კლავიატურა iPhone 5-ში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ვირტუალური კლავიატურა. თუ თქვენ იყენებთ Android-ს და არ გიყვართ ჩვეულებრივი კლავიატურა შეგიძლიათ შეცვალოდ ის და შექმნათ თქვენთვის მოსახერხებელი კლავიატურა. ანდროიდის ზოგიერთ კლავიატურას აქვს ტექნოლოგია Swype, რომელიც გაძლევთ საშუალებას დაბეჭდოთ ერთი მოძრაობით, ან ტექნოლოგია SwiftKey, რომელიც წინადადებაში მომდევნო სიტყვის ამოცნობის ინტელექტით ხასიათდება. 7)ტაქტილური უკუკავშირი უმეტესობა Android გვთავაზობს დამატებით ტაქტილურ უკუკავშირს. ეკრანის ვიბრაცია შეხებისას გაძლევთ სიგნალს, რომ თქვენი ბრძანება მირებულია და თქვენ აღარ გიწევთ ღილაკზე მეორედ დაჭერა, რაც არ აქვს iPhone 5. 8)მიკრო USB "ვაშლი" რატომღაც იყენებს თავის სტანდარტულ დამტენ მოწყობილობას და გვთავაზობს დამატებით ადაპტორს მიკრო USB-სთვის. უფრო მარტივი არ არის დამტენად მიკრო USB-ს გამოყენება? როგორც ამას ევროკავშირი ითხოვს? 386 3-ს მოსწონს
|