ქალი და მამაკაცი კარმული ქორწინება ანუ შევხვდებით მომავალ ცხოვრებაში 2013, 18 თებერვალი, 18:34 "ნებისმიერი ასტროლოგის ლექსიკონში არსებობს ტერმინი „კარმული ქორწინება“, რომელიც სწორედ ამგვარი ინკარნაციათა შორისი ურთიერთობების შესახებ ითვალისწინებს ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, მეუღლე რომელიც თქვენთვის ამ ქვეყნად ყველაზე დიდი მეგობარი, თანამოაზრე და მხარდამჭერია, შესაძლოა წინა ინკარნაციებში თქვენი დიდი სიყვარული იყო, რომელთან ერთად ყოფნა მიზეზთა და მიზეზთა გამო იმ კონკრეტულ ცხოვრებაში თქვენთვის განუხორციელებელ ოცნებად იქცა. კოსმიური კანონებით კი, ამგავრი დიდი გრძნობა არ იკარგება, შესაბამისად უკვე სხვა ინკარნაციაში მოგეცემათ თქვენ ორს შანსი რომ ერთად ყოფნის ბედნიერება ამჯერად უკვე სრულფასოვნად გამოსცადოთ. ასტროლოგიური სწავლების მიხედვით, კარმულ ქორწინებას ვადა არ აქვს, აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა ის ფაქტიც, რომ თქვენ და თქვენი იდეალური მეორე ნახევარი არა ერთ ან ორი, არამედ რამოდენიმე ინკარნაციის მანძილზეც კი აგრძელებდეთ თანაარსებობას და ყოველ ჯერზე ახლებური სახით წარსდგეთ ერთმანეთის წინაშე, საიმისოდ რომ სულიერი ზრდისთვის აუცილებელი გაკვეთილი ჩაუტაროთ ერთმანეთს"... ჩემთვის ეს ძალიან დიდი გრძნობაა, მისთვისაც ასეა ვიცი და იქნებ იმედი უნდა ვიქონიო, რომ მომავალ ცხოვრებაში მაინც ვიქნბით ერთად? :)) ადამიანები ხომ იმას ვიჯერებთ, რაც გვნდა რომ გვჯეროდეს.. ჰოდა, რა ვიცი, რაა ვიცი.. 286 2-ს მოსწონს
|