x
image
ჯონსონს დეიბი
რამოდენიმე საინტერესო გამონათქვამი

. დუსოლი – თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.

. შილერი – ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.

. ფენელონი – კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.

. გოეთე – გონება სასტიკია, გული სჯობს გონებას.

. თუ ადამიანი დღეში რამდენჯერმე გესალმება, ესე იგი, ის შენ ვერ გამჩნევს.

. კლავდიუსი – ყოველთვის ნუ იტყვი იმას რაც იცი, ხოლო ის -კი იცოდე, რასაც ამბობ.

. ბრაუნინგი – თუ ადამიანი გულში საკუთარ თავს ებრძვის იგი რაღაცად ღირს.

. ნაპოლეონი – თუ გინდა რომ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე ის.


.ორი რამეა განუსაზღვრელი: ადამიანის სისულელე და სამყარო, თუმცა ამ უკანასკნელში მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვარ

.ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი

.მე არ ვარ მდიდარი. მე ვარ ღარიბი კაცი, რომელსაც აქვს ფული - ეს ორი ცნება კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

.დიდი ძალაა იმ ადამიანში, რომელიც შესძლებს გაჩუმებას, მიუხედავად იმისა რომ მართალია

.ქალი უნდა იყოს როგორც ძვირადღირებული კონიაკი, მასავით მიუწვდომელი და მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილი, თუ მისი გემო ყველამ გასინჯა, მაშინ ის უბრალო ჩამოსასხმელი ლუდი ყოფილა.

.ადამიანები ხშირად ამბობენ იმას, რაც იყო და ცდილობენ, საკუთარ სიმართლეში სხვებიც დაარწმუნონ. ვისაც მისი დაჯერება არ უნდა კი თვლის, რომ „იგი თავს იმართლებს“

.ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა.

.ვიდრე ადამიანს სურვილი და იმედი აქვს, მრავალი ტანჯვის ატანა შეუძლია; ბედნიერებაც რომ არ ეწეოდეს ადამიანს, მაინც მისი მოლოდინი სასიამოვნოა. ასეთი მოლოდინი შეიცავს ისეთ სიტკბოებას, რომელიც სინამდვილის მაგივრობას წევს.

.ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არის-მოკვდეს გამოსწორებული.

.უბედურია ყოველი სული, რომელიც სიყვარულით ემსჭვალვის იმას რაც მოკვდავია. რადგან ამ უკანასკნელის დამკარგავს სიცოცხლე აუტანელ ტანჯვად ექცევა. სწორედ მაშინ გრძნობს მთელი სიმძაფრით თავზარდამცემ უბედურებას, თუმცა უბედური იყო მანამდეც, ვიდრე თავისი სიყვარულის საგანს დაკარგავდა.

.სიტყვას, ბაგეს რომ მოსწყდება, ვერ დაიჭერ ვერცა ფრენით
თუნდაც წამსვე სინანული დაედევნოს ოთხი ცხენით.

სიღარიბე კარებში რომ შეძვრება და დამკვიდრდება
მყისვე ყალბი მეგობრობა სარკმელს ნახავს, გარინდება.

ვით ფუტკარი წუწნის ყვავილს, შენც აგროვე სიბრძნის მადლი
ყვავილობა რომ გაივლის, შენ შეგრჩება ნექტრის თაფლი.

ახალ სახლში რომ შედიხარ, ახლა უნდა გაგახსენო
იცოდე, რომ ერთხელ უნდა ამ კარებში გაგასვენონ.

1
75
3-ს მოსწონს
ავტორი:ჯონსონს დეიბი
ჯონსონს დეიბი
75
  
2013, 6 მარტი, 21:23
კარგი აზრებია
0 1 1