x
image
დოზა26
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
image

ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიბადა შვედეთში, ქალაქ მალმიოში 1981 წლის 3 ოქტომბერს.


მისი მამა იყო ბოსნიელი, დედა კი ხორვატი. ”ახმახი” შვედი თავდამსხმელი ”ბარსელონას” თავისი კარიერის პიკზე შეუერთდა. დღესდღეობით იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. იგი კარგად თამაშობს მეორე სართულზე, არის სწრაფი, შედეგიანი, ეფექტური. მისი სათამაშო სტილი თანაგუნდელებს უკეთ თამაშის საშუალებას აძლევს.


საფეხბურთო კარიერა იბრაჰიმოვიჩმა "მალმიოში” დაიწყო, 2001 წელს კი "აიაქსში” გადაბარგდა. ამსტერდამულ კლუბში იბრაჰიმოვიჩმა დაიწყო იმ თამაშის ჩვენება, რომლის წყალობითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. "აიაქსში” შვედის მწვრთნელი, წარსულში "ბარსელონას” ვარსკვლავი, რონალდ კუმანი იყო.




ჰოლანდიაში გატარებული სამი წლის განმავლობაშიც მან ჰოლანდიის ჩემპიონატი სამჯერ, ასევე ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. შემდეგ კი დადგა იტალიური ერის დრო. "აიაქსიდან” ზლატანი ტურინის "იუვენტუსში” გადაბარგდა, სადაც მისი დამრიგებელი ფაბიო კაპელო იყო.



ტურინულ კლუბში შვედი თავდამსხმელი ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში "იუვემ” ორჯერ მოახერხა იტალიის სერია A-ს მოგება, მაგრამ ცნობილი სკანდალის, კერძოდ "კალჩოპოლის" გამო, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით გუნდს ორივე ტიტული ჩამოერთვა და სერია B-ში იქნა დაქვეითებული. იბრაჰიმოვიჩმა მეორე დივიზიონში თამაშს კვლავ სერია A-ში ასპარეზობა არჩია და მილანის "ინტერში” გადაბარგდა, სადაც ზედიზედ სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. შვედი ფეხბურთელი თავდასხმის ლიდერი იყო როგორც მანჩინის, ასევე მაურინიოს მწვრთნელობის დროსაც.




"ბარსელონაში” იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაცია 2009 წლის 27 ივლისს შედგა და მას 60, 000 გულშემატკივარი დაესწრო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.



2010 წლის 28 აგვისტოს ზლატანი "მილანში" გადავიდა ერთ წლიანი იჯარით, მაგრამ კონტრაქტის თანახმად მილანელებს სეზონის დასრულების შემდეგ შეუძლიათ შვედი ფორვარდის სრულად გამოსყიდვა 24 მილიონ ევროდ. მისი დებიუტი 11 სექტემბერს ჩეზენას წინააღმდეგ შედგა სადაც "მილანი" 2-0 დამარცხდა. იბრაჰიმოვიჩმა თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ოსერის წინააღმდეგ გაიტანა ის მატჩი "მილანმა" 2-0 მოიგო ზლატანის დუბლის წყალობით.
image


და ბოლოს საფრანგეთი პარისერჟერმენი სადაც უკვე 21 გოლი შეაგდიო და წლევანდელ სეზონში ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია...

0
49
8-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0