x
image
დოზა26
ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი
imageimage

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონია საქართველოში. სტადიონი თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. თავდაპირველი ნაგებობა, რომელიც ცენტრალური სტადიონის სახელითაა ცნობილი, აიგო 1932-1935 წლებში ხოლო 1955-1956 წწ განიცადა მცირე რეკონსტრუქცია, ხოლო 1970-იანებში ძველი ნაგებობა დაანგრიეს და ააშენეს უფრო დიდი, დღევანდელი სტადიონი, რომელიც 1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა
აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება განაპირობა თბილისის დინამოს პოპულარობის ზრდამ და გუნდის წარმატებამ. სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა.

სტადიონზე პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა - შეხვედრა უეფას თასზე თბილისის დინამოსა და უელსის კარდიფ-სიტის გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3:0. სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. მოსკოვის სპარტაკი და დინამო კიევი სტადიონს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.

საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის სტადიონი საშუალო დასწრებით რეკორდსმენი იყო (45.000 მაყურებლით). საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის დინამოსა და კოლხეთს შორის 100.000 გულშემატკივარი დაესწრო. რეკორდული დასწრება 1979 წელს დაფიქსირდა დინამოსა და ლივერპულს შორის გამართულ თამაშზე, რომელსაც 110.000 მაყურებელი დაესწრო (დასრულდა თბილისის გამარჯვებით (3:0)). ეს მაჩვენებლი 1995 წელს გამეორდა საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას.


1995 წელს სტადიონს ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. 2006 წელს სტადიონი შეაკეთეს, გამოცვალეს დასაჯდომებიც უეფას ახალი მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც, მისი ტევადობა შემცირდა 55.000-მდე. მეორე იარუსის უმეტესი ნაწილი გადახურულია.



0
108
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დოზა26
დოზა26
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0