საქართველო
არასამთავრობოები ახალი მთავრობის ას დღეს შეაფასებენ
2013, 17 თებერვალი, 22:44
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი მთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმებს შეაფასებენ.
კონფერენციის თემაა "100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები". კონფერენციაზე ორგანიზაციები განიხილავენ და შეაფასებენ ახალი სამთავრობო გუნდის მიერ ინიცირებულ რეფორმებს. კონფერენციას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
ასევე, მოხსენებებით წარსდგებიან ხელისუფლების სამივე შტოსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. კონფერენცია იმართება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და პარტნიორი არასამთავრობოების ორგანიზებით.