x
image
DDEMO
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაცვის პოლიციის თანამშრომლები დალოცა

imageსამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვაზე, ლოცვისა და ქადაგების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა, რომლებიც წირვას თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პატრიარქმა შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელთა სურვილით შექმნილი ილორის წმინდა გიორგის ხატის ასლი აკურთხა, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში ერთი ღამის განმავლობაში იყო დაბრძანებული.

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქის მიერ ნაკურთხი ხატი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადააბრძანეს.

0
28
3-ს მოსწონს
ავტორი:DDEMO
DDEMO
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0