x
image
ნინიკ
Victoria's Secret-ის გოგოს სახეში მჟავა შეასხეს

imageVictoria's Secret-ის ერთ-ერთ გოგონას 20 წლის Naomi Oni-ს სახეში მჟავა შეასხეს, მაშინ როდესაც იგი Victoria's Secret-ის მაღაზიიდან
ბრუნდებოდა სახლში, რომლის შედეგადაც მას სახე, ხელები, ფეხები და თავი დაეწვა.
ნაომიმ, რომელიც თითქმის დაბრმავდა და დაკარგა თმები, უამრავი ოპერაცია გადაიტანა, რომ აღედგინა კანი, თმები და თვალები.

ეხლა როდესაც მსგავსი თავდამსხმელების რიცხვი კიდევ ბევრია, ნაომი გამოჩნდა დილის გადაცემაში “This Morning“ და განაცხადა,
რომ მას აინტერესებს ვინ არის მისი თავდამსხმელი: „თავდასხმის
შემდეგ ათასჯერ ვკითხე საკუთარ თავს, რატომ მაინცდამაინც მე? ნუთუ მე ცუდი ადამიანი ვარ? გოგონამ აღიარა, რომ ამან იგი შეცვალა და უფრო ძლიერი გახდა: „ მე მინდა ვუთხრა ჩემს თავდამსხმელს, შენ შეგიძლია დაწვა ჩემი კანი, მაგრამ არა ჩემი სული, როგორც პიროვნებას მე ვერ გამანადგურებ.“

თავიდან იგი ჩაიკეტა საკუთარ თავში, ოთახში, აღარც ოჯახის,
მეგობრების და შეყვარებულის ნახვა არ უნდოდა, მაგრამ მერე გააცნობიერა რომ ამ საშინელებას მათ გარეშე ნამდვილად ვერ გადაიტანდა. მას შემდეგ რაც აღიდგინა კანი იგი ცდილობს აიხდინოს ძველი ოცნება, გამხდარიყო ვიზაჟისტი, მაგრამ მიზანს ცოტათი შეცვლის. ნაომი გეგმავს შეურთდეს გუნდს, რომელიც ეხმარება მისნაირ ქალებს.

imageimageimageimage



2
249
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
249
  
2013, 17 თებერვალი, 15:07
:((
2013, 17 თებერვალი, 15:00
ეჰ რა არის შური.....წარმომიდგენია რა საშინელ მდგომარეობაშია ნაომი
0 1 2