x
image
ნოდარი პეტრიაშვილი
მობილურით ლაპარაკი საზიანოა ადამიანისთვის

image

ამ დასკვნამდე მივიდნენ დანიელი, შვედი და ბრიტანელი მეცნიერები.გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა ფინლანდიის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრმა.
გამოკვლევის დროს გამოვლინდა, რომ მათ, ვინც სარგებლობდა მობილურით 9 წელზე მეტ ხანს ტვინის კიბოთი დაავადების რისკი 1, 6-ჯერ უფრო მეტი აქვს.ამასთან სიმსივნე აღმოჩნდა ზუსტამ იმ მხარეს, რომელ მხარესაც ეკავა ხოლმე მობილური ადამიანს ლაპარაკის დროს.
თუმცა, მეცნიერები განგაშის ატეხვას არ ჩქარობენ, რადგანაც გამოკვლევა ჩატარებული იყო გამოკითხვის საფუძველზე და ვერ იქნებიან დარწმუნებულები, რომ ამ გამოკითხვის ყველა მონაწილეს ზუსტად ახსოვს, რამდენ დროს ხარჯავდა ლაპარაკში 9 წლის მანძილზე და მითუმეტეს რომელ მხარეს ეკავა მობილური.
მეცნიერების აზრით, უფრო ზუსტი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ სატელეფონო კავშირების ოპერატორებს, მაგრამ არც ერთი ოპერატორი არ ინახავს 9 წლის მონაცემებს.
გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 1, 9 ათასზე მეტმა ტვინის კიბოთი დაავადებულმა და 2, 9 ათასამდე ჯანმრთელმა ადამიანმა.მათ შორის 510 ადამიანი იყენებდა მობილურ ტელეფონს 9 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.


0
33
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0