x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
ქათმის სალათი მერიკოს რეცეპტით
image




























თქვენც ნერწყვი მოგადგათ? თქვენი არ ვიცი და ქათმის სალათი ჩემს საყვარელ კერძებს შორის, ერთ–ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

ვინაიდან ქათმის სალათი ერთობ პოპულარული კერძია, მისი ერთგვარი და ერთიდაიგივე ფორმა რომ არ მოგვბეზრდეს, არსებობს მისი მომზადების განსხვავებული ვარიაციები.

ამჯერად გთავაზობთ კულინარ მერიკო გუბელაძის რეცეპტს, რომლის მიხედვითაც სალათი საკმაოდ ადვილად მოსამზადებელია.


პირველ რიგში ქათმის ფილე უნდა დავჭრათ წვრილ, მოგრძო ნაწილებად. დავალბოთ ზეითუნის ზეთში და ტაფაზე დავდოთ შესაწვავად. შემდეგ ცალკე გავხეხავთ ქორფა ნიორს, რომელსაც დავუმატებთ საკუთარი ხელით დანაწილებულ სალათის, ისპანახისა და წიწმატის ფოთლებს.ასევე დავუმატებთ გრძლად დაჭრილ წითელ და ყვითელ ბულგარულის წიწაკას, ამ ყველაფერს მოვაყრით მარილს და მოვასხავთ ზეითუნის ზეთს. როცა ხორცი კარგად შეიბრაწება, გადმოვიღებთ და შევურევთ ბოსტნეულს.

შემდეგ კი ისღა დაგვრჩენია გემრიელად მივირთვათ.

0
3011
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
3011
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0