x
image
DDEMO
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა
image თემურ ქეცბაიას გუნდს ალბანეთის ნაკრების დამარცხება დაუფასდა, მოგეხსენებათ საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს 2-1 ანგარიშის სხვაობით სძლია, ფიფას ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა იანვართან შედარებით მდგომარეობა სამი საფეხურით გაიუმჯობესა და 491 ქულით 69-ე ადგილზეა, რაც წინა თვის შედეგთან შედარებით 10 ქულითა და სამი საფეხურით უკეთესი მაჩვენებელია.

ფიფას რეიტინგის მოწინავეთა სამეულში უძრაობაა. პირველ ადგილზე ესპანეთის ეროვნული ნაკრებია, რომელსაც მოსდევს გერმანია და არგენტინა.


აფრიკის თასზე გამარჯვების წყალობით ნიგერიის ნაკრები ერთბაშად 22 ადგილით დაწინაურდა და ახლა 747 ქულით 30 ადგილზეა. შედარებით დიდი ნაბიჯი გადადგა აფრიკის თასის ფინალისტმა ბურკინა ფასომ, რომელიც 37 საფეხურით აღზევდა და 571 ქულით 55-ე ადგილზეა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს მეტოქეები შესაბამისი თანმიმდევრობით განლაგდნენ: ესპანეთი 1 ადგილი, საფრანგეთი 17 ადგილი, ბელარუსი 65 ადგილი და ფინეთი 85 ადგილი.


image

ფიფას რეიტინგის ტოპ ათეული:

1.ესპანეთი _1590 ქულა

2.გერმანია _1437 ქულა

3.არგენტინა _1281 ქულა

4.ინგლისი _1160 ქულა

5.იტალია _1157ქულა

6.კოლუმბია _1129ქულა

6.პორტუგალია_1129 ქულა

8.ჰოლანდია _1108ქულა

9.ხორვატია _1059ქულა

10.რუსეთი _1055ქულა

...69.საქართველო _491ქულა

2
12
2-ს მოსწონს
ავტორი:DDEMO
DDEMO
12
  
2013, 21 თებერვალი, 14:56
:D :D :D
2013, 21 თებერვალი, 14:55
საქართველოს ნაკრებზე გამახსენდა: ვერ უშველის მკვდარსა "კლიზმა" :)) სამწუხაროდ, რა თქმა უნდა
0 1 2