საზოგადოება
ჰაკერები facebook-ის წინააღმდეგ
2013, 16 თებერვალი, 13:26
სოციალურ ქსელ facebook-ს ჰაკერების ჯგუფმა შეუტია.
“BBC”-ის ინფორმაციით, მათ ამის შესახებ facebook-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათი განცხადებით, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობას საფრთხე არ შექმნია.
ჰაკერებმა შეტევა, facebook-ის ადმინისტრაციისთვის აქამდე უცნობი სისტემით განახორციელეს.
ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელ “twitter”-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჰაკარებმა შეტევისას 250 ათასი ექაუნთი გაუტეხეს და მოიპარეს.
ასევე ჰაკერების შეტევის მსხვერპლნი გახდნენ, მრაავლი ცნობილი გაზეთები, მათ შორის “New York Times”.
მათი განცხადებით, ჰაკერების ჯგუფი მათ იაპონიიდან უტევდათ.