დღემდე, საზოგადოებაში არის ის მოსაზრება, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა არ არის სასწაული, ამის დასამტკიცებლად უამრავი მიზეზი მოჰყავთ, ალბათ ყველას გვსმენია ერთი მიზეზი მაინც, მაგრამ ამ ფაქტმა მე ძალიან გამაკვირვა, უფრო მეტად კი დადუმებულმა სასულიერო პირმა, რომელიც სტუდიაში იჯდა და არაფერს ამბობდა ამის შესახებ.
ეს მეცნიერები,არიან ფარაონის ის ქურუმები,რომლებმაც მოსეს მსგავსად ჯოხები გველად აქციეს,მაგრამ მოსეს გველმა ყველა მათგანი შეჭამა,ასევე ამათ მიუხედავად იმისა რომ ცეცხლი დაანთეს,ვერ შეძლეს მისთვის იგივე სახე შეეძინათ,ის წვავს,იერუსალიმის ცეცხლისგან განსხვავებით პირველივე წუთიდან.
რა მიზანი აქვს ამ სტატიას? ბატონო ნოშრევან, პიარის (თუნდაც უარყოფითის) შექმნის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა :) ხალხისთვის აღარაა უცხო საწინააღმდეგო აზრის მოსმენა.სკანდალი არ შედგა!
სასწაული არ ნიშნავს სიწმინდეს, ბოროტმა ძალამაც შეიძლება მოახდინოს სასწაული მთავარია მისი დანიშნულება და შინაარსი თუ რატომ ხდება და რა მიზნით? გაუცნობიერებელ ლოცვას ფანატიზმის ეფექტი აქვს...