x
image
ferara
საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებული "კრუიზი" მსოფლიოში
imageყველაზე ძვირად ღირებული, დაუვიწყარი მოგზაურობა ლაინერზე Silver Whisper. მათთვის ვისაც არ უყვარს ჯდომა ერთ ადგილას და აქვს გარკვეული თანხა გამზადებული დასასვენებლად, ბრიტანეთის ტურისტულულმა სააგენტომ მოამზადა დაუვიწყარი საკრუიზო მოგზაურობა, რომელიც 124 დღისგან შედგება, რომელიც უმეტესი დროის მანძილზე ტურისტებს მოუწევთ გაატარონ მდიდრულ ლაინერზე Silver Whisper.

საუკუნის ყველაზე ძვირიანი მოგზაურობა ტურისტებს დაუჯდებათ 125000 $ ერთ დღე-ღამეში. თავდაპირველად მათ გადაიყვანენ ლონდონის აეროპორტში ვერტმფრენით, რის შემდეგაც ტურისტები გაემგზავრებიან აშშ-ში, ამ დროს მათ გაუმასპინძლდებიან ყველაზე ძვირიანი შამპანურით Don Perignon, შავი ხიზილალათი და ყველაზე ძვირიანი ჩაით. შტატებში ჩამოსვლისას ტურისტებს დახვდებათ ფირმა Rolls-Royce პერსონალური მანქანები, რომლებიც ბევერლი ჰილზის სასტუმროში მიიყვანს, ეს სასტუმრო ცნობილია ყველაზე ძვირიანი ნომრებით. 4 დღიანი დასვენების შემდეგ ტურისტები გაემგზავრებიან მაიამიში, საიდანაც იწყება მათი საკრუიზო მოგზაურობა.

ყველაზე ძვირიანი კრუიზი მოიცავს ერთდროულად მსოფლიოს 28 ქვეყანას, აგრეთვე ყველაზე საინტერესო ადგილებს, რომლებშიც შედის საფრანგეთის პოლინეზია, ავსტრალია, მალდივის კუნძულები, ახალი ზელანდია, ბარბადოსი, სამხრეთ აფრიკის სანაპირო და სხვა.

გემზე ყოფნის დროს ტურისტები განლაგებულები არიან უზარმაზარ "კაიუტებში", რომლებშიც ორი საძინებელია, დიდი ვერანდა და მარმარილოს აბაზანანები. ამის გარდა, ლაინერზე არის სხვადასხვა მაღაზიები, სილამაზის სალონები, "Spa-ცენტრი", ბასეინები, ჯაკუზი, საუნა, ბარი, საცეკვაო მოედნები, "Champagne Room" - ძვირიანი სასმელების და სიგარების მოყვარულებისთვის. ასევე ტურისტებს შეუძლიათ გაერთონ კაზინოში, ბიბლიოთეკაში, კინოთეატრში, ისარგებლონ კომფერენციის დარბაზით ან კომპიუტერული ცენტრით.


კრუიზის დასასრულს ტურისტებს ისევ მაიამიში აბრუნებენ და ასახლებენ ოთხი დღით საუკეთესო ნომრებში, ძალების აღსადგენად და ჩვეული ცხოვრების რიტმის დასაბრუნებლად.

3
155
11-ს მოსწონს
ავტორი:ferara
ferara
155
  
2013, 15 თებერვალი, 17:37
125000 ერთ ღამეში კაცოო?რაღაც შეცდომა
2013, 15 თებერვალი, 12:49
:DDD
2013, 15 თებერვალი, 12:21
ხო არ წავსულიყავი :D :D
0 1 3