x
image
K.P.
ნინი ბადურაშვილი-მზრუნველი ცოლი? (რატომ გადაწყვიტა მან ხაჭაპურების "skype"-ით გამოცხობა?)

imageუკვე რამდენიმე თვეა, რაც ნინი ბადურაშვილი მოსკოვში მეუღლესთან გადავიდა საცხოვრებლად. მის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. ნინი ორსულადაა, ბავშვის სქესი კი ჯერ არ იცის. მომღერალი ცოცხალი ბენდის შექმნასაც აპირებს, უნდა რუსეთშიც დაიმკვიდროს თავი. ნინის თავიდან ძალიან გაუჭირდა უცხო ქვეყანასთან შეგუება, ძალიან ენატრებოდა მეგობრები და ოჯახის წევრები. საქართველოსაგან განსხვავებით, ქუჩაში გასულს ვერავინ ცნობდა, რამაც ნინის კიდევ ერთი დისკომფორტი შეუქმნა. ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ ნინის მეუღლე რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია. ნინი ცდილობს მზრუნველი მეუღლის ამპლუა მოირგოს.
imageმოსკოვში მას სადილების კეთება არ უწევს, სამაგიეროდ საუზმეს მეუღლეს ყოველთვის თვითონ უმზადებს და ამას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ნინის თქმით, დიასახლისობა იმაზე რთული არმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა. ირაკლის ძალიან მოეწონა ნინის ბებიის გამომცხვარი ხაჭაპური. მომღერლის თქმით, ბებიაჩემის ხაჭაპური სახელგანთქმულია, თხელია, ბევრი ყველით და ყველას ძალიან უყვარსო.
imageნინიმაც გადაწყვიტა მეუღლისთვის ხაჭაპური გამოეცხო. მომზადებაში ბებია დაეხმარა, "skype"-ის მეშვეობით. მომღერალმა სამზარეულოში კომპიუტერი გაიტანა და ბებიის მითითებებს ასრულებდა. ცხადია საუკეთესო ხაჭაპური ვერ გამოაცხო, მაგრამ საკმაოდ ნორმალური გამოსვლია.

ვუსურვოთ ნინის წარმატებები და ბედნიერი მომავალი... imageimage















imageimageimage

1
688
8-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
688
  
2013, 15 თებერვალი, 16:28
ჯიოო
0 1 1