კულტურა ჰოლივუდური სკანდალები. ვის უღალატა ჯულია რობერთსმა ქორწილამდე ორი დღით ადრე სინამდვილეში 2013, 15 თებერვალი, 2:19 მას, ჯულია რობერთსი სიგიჟემდე შეუყვარდა. ჯულიამ მასთან ზუსტად ერთი წელი დაჰყო, ქორწილის დღეც დაინიშნა, მაგრამ ორი დღით ადრე ყველაფერი თავდაყირა დადგა, ისევე, როგორც იმ ფილმში, სადაც ჯულიას გმირი საკუთარი ქორწილიდან გარბის. ჯულია ცხოვრებაშიც ასე მოიქცა და კიფერ საზერლენდს საუკეთესო მეგობართან, ჯასონ პატრიქთან ერთად გაიქცა. კიფერმა კინაღამ საკუთარ საქორწინო ჰალსტუხზე ჩამოიხრჩო თავი. ცოტა ხანში კი სიყვარულით დამწვარმა და განადგურებულმა ჯულიას დაბრუნება სთხოვა, მაგრამ ამაოდ. საბედნიეროდ, შესანიშნავი ხასიათისა და ნებისყოფის წყალობით მალე დაივიწყა თავმოყვარეობისთვის ესოდენ მტკივნეული დარტყმა და ტრფობის სხვა ობიექტებიც გამოძებნა. 2329 8-ს მოსწონს
|