სხვა
პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც შეძლო თოვლის ფიფქების გადაღება
2013, 14 თებერვალი, 21:11
უილსონ ბენტლი იყო ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი,
რომელმაც შეძლო თოვლის ფიფქების გადაღება. ის ფანტელებს შავ ხავერდზე ისეთი ფორმით ათავსებდა, რომ ახერხებდა მათ დაფიქსირებას დნობამდე ან აორთქლებამდე.
ბენტლი ფიფქებით ბავშვობაში ვერმონტის ფერმაში
მოიხიბლა და მის შემდეგ ექსპერიმენტობდა, რომ დაეფიქსირებინა ცალკეული ფანტელი მათი კრისტალური სტრუქტურის შესწავლის მიზნით. ბოლოს მან თავისი ფოტოაპარატი მიკროსკოპზე მიამაგრა და 1885 წელს წარმატებით გადაიღო პირველი ფიფქები. მისმა 5000 მაკროფოტომ დაამტკიცა მოსაზრება, რომ ყოველი
ფანტელი ერთმანეთისგან განსხვავებულია.ბენტლი 1931 წლის 23 დეკემბერსგარდაიცვალა პნევმონიით, მას შემდეგ რაც თოვლსა და ნამქერში 6 მილი ფეხით იარა ფიფქების გადასაღებად.