საზოგადოება ,, სიყვარულის დღე, ვალენტინობა" რეალობა 2013, 14 თებერვალი, 19:48 “14 თებერვალს არ ერთი ეკლესია არ ცნობს!"
14 თებერვალი სიყვარულის დღედ მიიჩნევა და აღინიშნება მთელ მსოფლიოში, იგი გლობალური დღესასწაულია, რადგან მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოიცავს და ყველა ქვეყანაში აღინიშნება იგი.ძალიან ცოტამ თუ იცის საიდან წარმოიშვა, ვინ დააწესა და რა დროიდან აღინიშნება 14 თებერვალი ვალენტინობად და არა სხვა დღესასწაულად და სხვა რიცხვში.ამის დასადგენად ჩავატერე კვლევა და შედეგმა ძალზე გამაოცა, მოკლედ:პირველ რიგში უნდა ვთქვა ის, რომ მსოფლიოს არც ერთი ეკლესია და რელიგია, არც სექტები არ აღიარებენ ვალენტინობის დღესასწაულს, თუმცა იგი, როგორც ზემოთ აღვნიშნე მაინც მთელ მსოფლიოში ყველა რჯულის ადამიანი აღნიშნავს მას.რამდენიმე წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის მიერ წარგზავნილ იქნა სასულიერო პირი კათოლიკური ეკლესიის კარზე, ვატიკანში.სადაც მას უნდა გამოეკვლია თუ საიდან მომდინარეობდა იგი და რატომ აღნიშნავდნენ მას.როდესაც ვესაუბრე სასულიერო პირს, მან მიამბო იმ კვლევის შეწდეგები, რომელიც მან ჩამოიტანა.მოძღვართან საუბრისას გავარკვიე ის რომ(კვლევიდან გამომდინარე) ეს დღესასწაული სათავეს იღებს რომის იმპერიიდან, ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე არსებობდა ეს დღესასწაული, მას სიყვარულის დღეს ეძახდნენ.ახალგაზრდა მამაკაცები გამოდიოდნენ ღამით ქუჩებში და ეძებდნენ პარტნიორ გოგონებს ინტიმური ურთიერთობისათვის.ამ დღეს ხდებოდა ათასი სიბილწეები, გარყვნილობები და ორგიები. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, კათოლიკურ ეკლესიაში(როგორც ამას ხალხი ფიქრობს და სახელიც წმ.ვალენტინი კათოლიკე წმიდანია) წარმოიშვა ეს დღესასწაული წმ. ვალენტინის სახელწოდებით(კათოლიკური ეკლესია ამას არ ეთანხმება).ამ დღეს შეყვარებულებს მოუკვლიათ თავი, იმ მიზეზით რომ მათ დაქორწინების უფლებას მშობლები არ აძლევდნენ. კათოლიკური ეკლესია თავადაც გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ამ დღესასწაულს კათოლიკებს მიაწერენ.ჩვენს სასულიერო პირს უთხრეს ვატიკანში, რომ თავადაც არ იციან ეს დღესასწაული საიდან მომდინარეობს.მათ მართლაც ჰყავთ წმ. ვალენტინი მაგრამ ამ დღეს არც მისი ხსენებაა და არც სხვა რაიმე მასთან დაკავშირებული. ეს სახზელიც მას არ უკავშირდება. ფაქტი ერთია, 14 თებერვალი ძველად იყო გარყვნილების და სრული სიბილწის დღე, შემდგომ ადამიანის განვითარებისა, მას წმ.ვალენტინის დღე დაარქვეს და ბიზნესმენებმა დაიწყეს ფულის შოვნა.ამ დღესთან დაკავშირებით იყიდება უამრავი ყვავილები და საჩუქრები, რაც ბიზნესის დღედ უფროა მიჩნეული.მსოფლიოს არც ერთი ეკლესია ამ დღეს არ აღიარებს და წელს პირველად ამერიკაშიც, კერძოდ სენატში გამოვიდნენ სენატორები იმ მიზნით, რომ აიკრძალოს ვალენტინობის აღნიშვნა რადგან იგი საფრთხეს უქმნის ტრადიციებსა და მათ ფასეულობებს. როცა ადამიანს ამას ეუბნები, იგი ერთი მარტივი პასუხით შემოიფარგლება“, სიყვარულის დღეა, ყველა აღნიშნავს, მერე რაა?!" მერე ფერი..., მოდი არ იყოს 14 თებერვალი და იყოს 13..;მაგრამ არა!ეს დღე სპეციალურად არის შერჩეული და დამკვიდრებული, თუ რა მიზნით ეს რთული ასახსნელია(მაგრამ კარგით არ უნდა იყოს)...ქართველი ადამიანი იმაზე არ ფიქრდება, რომ რატომ 8 მარტი არ იკრძალება?!იგი დაწესებულია ქალთა დღედ და ჩვენი ეკლესია არ ამბობს არ აღნიშნოთ და ა.შ. პირიქით სასულიერო პირები ულოცავენ კიდეც..;მაგრამ 14 თებერვალზე გვეუბნებიან, რატომ?!იმიტომ რომ პასუხი ზემოთ წერია, თუ რა დღეა დღეს. იმ წარსულიდან მომდინარე და ათასწლეულების წინ ამ დღეს გარყვნილობა და თვითმკვლელობა ხდებოდა და ახლა ამას აღვნიშნავთ?!მართლამადიდებნლურ ეკლესიაში ისიც კი დადგინდა, რომ მორწმუნე რომელიც მასში მონაწილეობას მიიღებს რაღაც დროით განყენებული იქნება ზიარებისაგან.ეს მითხრა იმ მოძღვარმა რომელსაც ვესაუბრე და მემგონი ნათელი უნდა იყოს იმისთვის ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, თუ რა დღეა და რატომ არის ასეთი რეაქციები...დაფიქრდით!: ამ დღეს არც ერთი ეკლესია არ ცნობს!!! 1987 3-ს მოსწონს
|