![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360850645.jpg)
ყველას სმენია ჰარი პოტერის შესახებ, მაგრამ ცოტამ თუ იცის საინტერესო, თუმცა უცნობი ფაქტები, რომლებიც კამერის, კადრებისა და ფურცლების მიღმა ხდებოდა. მაშ ასე, დავიწყოთ:
1) "ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე" 90 მილიონი დოლარით მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე "ბინდი".
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360850784.jpg)
2) როდესაც "ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე" გამოვიდა, გამომცემელმა მაღაზიებს სთოხვა, რომ წიგნები არ გაეყიდათ გაკვეთილების პერიოდში, რათა ბავშვებს არ გაეცდინათ სკოლა.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360850842.jpg)
3)ერთი-ერთი მფრინავი მანქანა, რომელიც უნდა გამოეყენებინათ "ჰარი პოტერსა და საიდუმლო ოთახში", მოიპარეს. მხოლოდ 7 თვის შემდეგ, ანონიმურმა ზარმა შეატყობინა პოლიციას მანქანის ადგილსამყოფელი.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360850882.jpg)
4)ბოლო ნაწილში ჰერმიონასა და პოტერის კოცნის გადაღებისას, რუპერტ გრინტი(რონ ვესლი) გააძევეს გადასაღები მოედნიდან ბევრი სიცილისთვის.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360850922.jpg)
5)ჯოან როულინგი პირველია, რომელიც წიგნების წერით მილიონერი გახდა.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360850979.jpg)
6)2008 წელს 67 ენაზე ნათარგმნი 400 მილიონზე მეტი ჰარი პოტერის წიგნი გაიყიდა.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360851011.jpg)
7)დემენტორები, რომლებიც იცავდნენ აზკაბანის ციხეს, განასახიერებენ დეპრესიასა და როულინგის დამოკიდებულებას დაავადებებისადმი.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360851056.jpg)
8)ტომ ფელტონმა გაიარა კასტინგი ჰარი პოტერისა და რონ ვესლის როლებისთვის, მაგრამ დამტკიცდა დრაკო მალფოის როლზე.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360851098.jpg)
9)ფილმში 11 წლის ჰერმიონა განასახიერებს 11 წლის როულინგს. ავტორმა ჰერმიონას პატრონუსადაც კი მისი საყვარელი ცხოველი, წავი შეარჩია.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360851183.jpg)
10)ვოლდემორი (voldemort) ფრანგულად ნიშნავს სიკვდილის ფრენას.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360851212.jpg)
11)ჰარის სკოლის, ჰოგვარტსის, სახელი როულინგმა შეარჩია მცენარის სახელწოდებისგან, რომელიც მან ნახა ნიო-იორკის ერთ-ერთ ბაღში.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360851242.jpg)
12)მხოლოდ ალან რიკმანმა, რომელიც თამაშობდა პროფესორი სნეიპის როლს, იცოდა საკუთარი პერსონაჟის ბედი, რადგან თავად როულინგმა უთხრა მას.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360851266.jpg)
13)გამომცემელმა როულინგს ურჩია, გამოეყენებინა მთლიანი სახელი ინიციალების ნაცვლად, რათა მიეზიდა მამაკაცი მკითხველები, მაგრამ არ დათანხმდა. J. - ჯოანას ინიციალია, ხოლო K. - ბებიამისის სახელის.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360851293.jpg)
14)მსახიობი, რომელმაც ითამაშა ჰოგვარტსის მოსწავლის, მტირალა მირტლის, როლი, სინამდვილეში 37 წლის მსახიობია.
![ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები image](/uploads/article_images/small/232431360851317.jpg)
15)როულინგის და ჰარი პოტერის დაბადების დღე 31 ივლისია.