სხვა ყინულის ბოძებზე ჯდომის კონკურსი შვეციაში 2013, 14 თებერვალი, 15:22 ![]() შვედეთის ქალაქ ვილჰელმინაში შედგა ტურნირი, რომლის მონაწილეები ვალდებულნი იყვნენ 48 საათი გაეტარებინათ ყინულის ბოძებზე. შეჯიბრის პორობების მიხედვით, მონაწილეებს შეეძლოთ დაეტოვათ 2.5 მეტრიანი ყინულის ბოძი მხოლოდ იმისთვის რომ საპირფარეშოში წასულიყვნენ. ამასთანავე, ყოველ 2 საათში ცხადდებოდა 10 წუთიანი შესვენება. 48 საათი ბოძზე ჯდომა მხოლოდ 6–მა მონაწილემ შეძლო. მონაწილეთა თქმით, რთული იყო, არა ბოძზე ჯდომა სიცივის გამო, არამედ იმის გამო რომ ერთ ადგილზე უნდა მჯდარიყავი. ფინალში გასულმა 2მა მანდილოსანმა და 4 მა მამაკაცმა გაიყვეს საპრიზო ფონდი 20 ათასი შვედური კრონის ოდენობით (3000$) 17 1-ს მოსწონს
|