საზოგადოება უსიყვარულოდ... 2013, 14 თებერვალი, 14:01 უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის, საფლავიც ქრება უპატრონოდ, უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება, უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს უსიყვარულოდ.უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი, უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ, წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ. უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ სიყვარულის დღეა გილოცავთ! გისურვებთ გქონდეს ყველაფერი რაც არ იყიდება!!.... სიყვარული ........ ჯანმრთელობა....... ბედნიერება.......... მეგობრები.....გააღეთ გულის ფანჯრები, გააღეთ და გამოუშვით მოწყენა, დაანახეთ ერთმანეთს ღიმილიანი სახეები, კეთილი გულები და ლამაზი თვალები.. დაანახეთ და ისინიც მოგიძღვნიან სილამაზეს, დიდს, დიდს, დაუვიწყებელს… მოგიძღვნიან სიყვარულს, სიხარულს, სიცოცხლეს 76 4-ს მოსწონს
|