საზოგადოება ირაკლი ალასანიამ დუბაიში გიგი უგულავას ცოლთან და მის დაქალებთან ერთად იმგზავრა? როგორ აფასებს ამ ფაქტს ალასანიას მეუღლე? 2013, 14 თებერვალი, 2:01
გავრცელებული ჭორის მიხედვით, ირაკლი ალასანიამ დუბაიში გიგი უგულავას ცოლსა და მის მეგობრებთან ერთად იმგზავრა. სწორედ ამ ყველაფერზე სთხოვეს პრემიერ-მინისტრს კომენტარი გაეკეთებინა. ბატონმა ბიძინამ მომხდარი ფაქტი არ უარყო: მაგრამ ეს ყველაფერი როდია, პრემიერმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადებაც გააკეთა: ""სხვათა შორის, ასეთი პრეცედენტი მოხდა არჩევნების დროს, ვიღაცას გუნდიდან რაღაც ფილმები გადაუღეს და გაწბილებულები იყვნენ, როგორ დავენახოთო. მე დავაწყნარე, ეს ჩემი საქმე არაა, თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკეთ-მეთქი.ზოგიერთი ჩემი ახლობელი ღალატობს მეუღლეს." ამ ყველაფერზე ირაკლი ალასანიას ცოლმაც გააკეთა კომენტარი. ქალბატონი ნათია ფანჯიკიძე საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე წერს:"მინდა, პიროვნულად ჩემთვის საკმაოდ თავხედური განცხადება გავაკეთო. ირაკლი ალასანია არის წესიერი ადამიანი, შეიძლება, ამბიცია აქვს და ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია. იყავით კორექტულები და "მე ვიტყვი და იმან თავი იმართლოს" - პრინციპი ყველასთან არ მუშაობს".
საინტერესოა სინამდვილეში რა ხდება ალასანიების ოჯახში? 2863 8-ს მოსწონს
|