x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134600
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
სკანდალი მაესტროს ეთერში - კობა დავითაშვილისა და სერგო რატიანის დებატი ჩხუბში გადაიზარდა

imageკობა დავითაშვილისა და სერგო რატიანის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, ალბათ, არავის უკვირს, თუმცა მაესტროს არხზე გასულ ეთერში მათი სიტყვიერი დაპირისპირება უკვე სერიოზულ ინციდენტში გადაიზარდა და რომ არა გადამღები ჯგუფის წევრების დროული ჩარევა ისინი ნამდვილად ხელითაც შეეხებოდნენ ერთმანეთს.

პირდაპირ ეთერში გასულ პოლიტიკურ დებატს უკვე ერთმანეთის მისამართით შეურაცხყოფა მოჰყვა, ოპონენტებმა ვეღარ დამალეს თავიანთი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი და წამყვანის არა ერთი მოწოდებისა და თხოვნის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლეს საკუთარი ემოციების კონტროლი.საბოლოოდ სერგო რატიანმა მინის ჭიქა დაამსხვრია, რის შემდეგაც დავითაშვილი მისი მიმართულებით წავიდა და ორივე ერთმანეთს შეეჭიდა, სწორედ ამ დროს ჩაერიენ გადამღები ჯგუფის წევრები და ისინი დროულად გააშველეს ერთმანეთს.

ტელეეთერი, რასაკვირველია, ჩაიშალა, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

3
102
2-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
102
  
2013, 14 თებერვალი, 21:13
არა ტყვია მაგათთვის წამალია... ისე უნდა აწამო რო სიკვდილს ნატრობდნენ...
2013, 14 თებერვალი, 19:47
იდიოტობა კიარა ტკვია უნდა დაურიგო ნაცებს შუბლებში
2013, 14 თებერვალი, 15:12
რა იდიოტობაა
0 1 3