"ბარსელონას" მეკარემ ვიქტორ ვალდესმა რონალდინიოს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა, რომელიც ერთ დროს "ბარსელონას" ღირსებას იცავდა.
ყოველთვის ვამბობ რომ გარკვეულწილად რონიმ "ბარსელონას" ისტორია შეცვალა.ის ჩვენს გუნდში ლიდერი იყო."
მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვიგებდით ტიტულებს, მაგრამ მისი გადმოსვლის შემდეგ "ბარსამ" დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელს მსოფლიოში.ეს არის მინიმუმ ერთი რამ რის გამოც ჩვენ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ."
"მე მინდა ვთქვა რომ ის არის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი მსოფლიოში რომელიც მე მინახავს.ის ჩვენ სულ გვაოცებდა თავისი ახალი თამაშით."
ვალდესმა თქვა რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი მესია, მაგრამ რონალდინიო არგენტინელზე მაღლა დგას.