შოუბიზნესი ნინო გაჩეჩილაძე: "სიყვარული მეწვია" (+პირადი ფოტოკოლექცია) 2013, 14 თებერვალი, 0:45 მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ბევრისათვის სასურველი სარძლოა. ის გათხოვილი არასდროს ყოფილა. ნინო საცხოვრებლად მარტო გადავიდა, მინდა დამოუკიდებლობას მივეჩვიო, არ შეიძლება 32 წლის ასაკშიც დედა გივლიდესო. ნინომ ახალი სახლიც გაარემონტა, არც "პრარაბი" ჰყოლია და არც ინტერიერის დიზაინერი, ორივეს მოვალეობა თავად შეითავსა. მისთვის რემონტის პროცესი დიდი ნარკოტიკი აღმოჩნდა, ხელფასს ძირითადად სახლის ნივთების შესაძენად ხარჯავს. ყველა ეუბნება, შენი სახლი სწორედ შენ გგავსო. ნინოს ამბობს, სიყარული მეწვია, ეს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოხდა და ისიც დიდი ხნის წინო. "ვერ გეტყვით, რაში შემიძლია საკუთარი თავი დავადანაშაულო. ვიღაცამ, რომ მომისმინოს, შეიძლება იფიქროს, როგორი პრეტენზიული ყოფილაო, ამ დროს პრეტენზიები არცერთი თაყვანისმცემლისთვის წამიყენებია. ალბათ იმიტომაც, რომ მათთან სერიოზულ ურთიერთობას არ ვაპირებდი. როცა სიყვარულია, ძნელია მნიშვნელოვან რაღაცეებზე თვალი დახუჭო. გრძნობის გამო საკუთარ პრინციპებზე უარი არ უნდა თქვა, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ურიერთობა მაშინაა კარგი, როდესაც ადამიანს ისეთი უყვარხარ, როგორიც სინამდვილეში ხარ. ესაა გახსნილი, ღია და გულწრფელი გრძნობა. თავიდანვე განწირულია ურთიერთობა, როცა გეუბნებიან, ჩემ გამო სხვანაირი უნდა გახდეო". ნინოს გული ახლა თავისუფალია და ამჟამად მთლიანად შემოქმედებით პროცესშია ჩართული, მონაწილეობას იღებს ახალ სპექტაკლშიც, რომლის პრემიერც სულ მალე იქნება. ვუსურვოთ ნინოს წარმატებები... 9423 23-ს მოსწონს
|