x
image
თამარი555
სინათლე და სიბნელე
image

... ესიზმრება მას უცნაური სიზმარი... მარცხნივ მისგან სიბნელეა, და მარჯვნივ სინათლე. და ესმის ხმა: “ შენ ორი გზა გაქვს, და უნდა აირჩიო, არჩევა იქნება რთული. უნდა აირჩიო სინათლე ან სიბნელე, თეთრი ან შავი. შენი სიყვარული მხოლოდ ერთს უნდა ეკუთვნოდეს აქედან. სიბნელე იდუმალია და მიმზიდველი, სინათლე კი კაშკაშებს და ლამაზად ანათებს. და უცბად ის იღვიძებს...


image დილა. ის დგება საწოლიდან, და იწყება ჩვეულებრივი დღე. ჩქარობს სწრაფად დაასრულოს თავის საქმეები, რათა მალე წავიდეს თავის სიყვარულთან. ისინი ხვდებიან ერთმანეთს და დღის დარჩენილ ნაწილს ერთად ატარებენ. დღე მთავრდება და ნელ-ნელა ბნელდება. მის შეყვარებულს არ უყვარს ღამე და მათი პაემანი სრულდება. ის აცილებს მას, და ხვალამდე ემშვიდობებიან ერთმანეთს. ბნელდება, საკმაოდ გვიანია, მაგრამ ის გადაწყვეტს რომ ცოტა კიდევ გაისეირნოს ზაფხულის ამ ღამეს. ის მისეირნებს ლამაზ პარკში, მთვარის შუქით განათებულ და ყვავილების სურნელებით გაჟღენთილ პარკში. ირგვლივ არავინაა, სამარისებული სიჩუმეა. დგება შუაღამე. პარკის სიღრმიდან, სიბნელეში მოისმის ჩუმი ფეხის ხმა. მაგრამ ის არ გრძნობს შიშს ოდნავადაც.image მთვარის შუქზე წყნარად მოემართება მისკენ აჩრდილი. უფრო და უფრო ახლოვდება.. ზურგის მხრიდან, მაგრამ მას არ შეუძლია შემობრუნება.., უცნაური გრძნობა აკავებს. და მას ესმის მისი ცივი სუნთქვა მისი თმები ირხევა, მაგრამ ის გაუნძრევლად დგას. მას ანათებს მთვარის შუქი, რა მშვენიერია, რა მიმზიდველი.., მაგრამ მის უკან სიბნელეა... მას არ შეუძლია შებრუნდეს და დაინახოს იგი.. და უცებ გაისმის მისი წყნარი და რბილი ხმა:

– რას აკეთებ აქ ასე გვიან ამ სიბნელეში?_


– მე მოვედი რომ დავტკბე ყვავილების სურნელით მთვარის შუქზე_უპასუხა მან.

– მართლა ლამაზია შენ გიყვარს ღამე?

– არა მე უფრო დღე მომწონს, როცა მზე ანათებს და არ არის ისეთი საშიში როგორც ღამე.

– ნუთუ ღამე საშიშია?!- გაუკვირდა აჩრდილს. ეს დროის ჯადოსნური წამია, არ არის შფოთვა, გარშემო მხოლოდ სიმშვიდე და სიჩუმეა. რა შეიძლება ლამაზი იყოს ამ მთვარის შუქსა და ვარსკვლავებზე მეტად. დღე კი ხმაურია და არ არის დრო რომ სილამაზესა და მშვენიერებაზე იფიქრო.

– რა ვიცი არასოდეს მიფიქრია ამაზე-უპასუხა მან.

უცნაურმა გრძნობამ ისევ შეიპყრო. მშვიდდება და უნდა რომ კიდევ გაიგოს მისი რბილი ხმა.

– შენ ვინ ხარ?-ეკითხება ის წყნარად.

– მე სიბნელე ვარ, და არაფერი სხვა, ვცხოვრობ მხოლოდ ღამით, ეს არის ჩემი დრო. ჩემი ფერი შავია, ჩემი ცხოვრება ცივია, ჩემი გული კი გაყინულია. სინათლე მე მანადგურებს, მე გავურბი მას. ხალხს ჩემი ეშინია, მათ სინათლე უყვართ, და ამიტომ სულ მარტო ვარ. მხოლოდ ცოტამ თუ იცის რომ ღამე რომანტიულია და სიბნელე საოცარი ფარდაა. მე ღამის ყველა ფერი ვიცი. მაგრამ არასდროს მინახავს ასეთი მომხიბვლელი გოგონა მთვარის შუქით განათებული, რომელიც ღამეს ანათებს და მათბობს მე როგორც მზის სხივი.

– მე პირველად ვარ ასე მშვიდი ღამით, რადგან შენთან ვსაუბრობ-იცი, მე უკვე მომწონს ღამე. მე ვგრძნობ რომ მიყვარდება ის. მის ზურგს უკან სიჩუმე ისადგურებს და მის მხარზე გაყინული ცრემლი ეცემა და წვავს მას . ის გრძნობს როგორ ეხვევა მის მხრებს აჩრდილი და ნელა აბრუნებს., . აჩრდილი ეხვევა მას... ასეთი ცივი და გამოუცნობი ეხვევა მას და მის გულში ახალი გრძნობა იღვიძებს.


მაგრამ სწრაფად მთავრდება ღამე. ნათდება და უცებ აჩრდილი ქრება. ის კანკალებს, მას სურს აჩრდილი ისევ, მაგრამ რას იზავს. უნდა დაელოდოს შუაღამეს, რომ ის კვლავ დაბრუნდეს. და ასე გადის დღე და ღამე . დღის მანძილზე ის შეყვარებულთანაა, ხოლო ღამით აჩრდილთან. და მას ისევ ახსენდება თავის სიზმარი:“ შენ ორი გზა გაქვს და უნდა აირჩიო, არჩევა იქნება რთული... უნდა აირჩიო სინათლე ან სიბნელე, თეთრი ან შავი. შენი სიყვარული ერთს უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ. ერთი ნათელია, როგორც თეთრი ფერი, მეორე_ეს შავი ჩრდილია, გამოუცნობი და ნაზი...


.image






2
70
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
70
  
2013, 13 თებერვალი, 14:26
გმადლობ..
2013, 13 თებერვალი, 14:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2