შოუბიზნესი რის გამო მოხდა კონფლიქტი ანუკი არეშიძესა და ალინა არველაძეს შორის? როგორ აფასებს ამ ფაქტს თიკო სადუნიშვილი? 2013, 13 თებერვალი, 1:15 ალბათ არ იცოდით, რომ ჟურნალი "თბილისი ლაივი" ახალი "ფეისბუქური კონფლიქტის" მიზეზი გახდა. კონფლიქტი "თბილისი ლაივის" პროდიუსერს, "იმედის" გენერალური დირექტორის, გიორგი არველაძის ცოლს, ალინა არველაძესა და კახი კალაძის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს შორის მოხდა.
ეს ცხელ-ცხელი ჭორი არ გეგონოთ, ყველაფერი რამდენიმ თვის წინ მოხდა, მაგრამ ამ კონფლიქტის შესახებ საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილმა თუ შეიტყო. ანუკი არეშიძე "პრესა.ჯი"-ს უამბობს: “ყველაფრის მიზეზი იყო ახლადგამოცემული ჟურნალი “თბილისი ლაივი“, რომლის გარეკანზე გამოსახულია ჩოხაში ჩაცმული სტრიპტიზიორი. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ მიუღებელია ქართული ჩოხა სტრიპტიზიორს ეცვას. ჩოხა მე გამიგია ქორწილში, ნათლობაში და ა.შ. ალინა არველაძეს არ მოეწონა ჩემი ნათქვამი და ამის გამო გოიმი მიწოდა. ზოგიერთები კარგად რომ იცნობდნენ ქართულ კულტურას, მიხვდებიან, თუ რატომ არ შეიძლება სტრიპტიზიორს ჩოხა ეცვას. ვურჩევ მათ, კარგად გაეცნონ ქართულ კულტურას". ალინა არველაძემ მომხდარის შესახებ კომენტარის გაკეთებაც არ ისურვა. სამაგიეროდ ალინას განუყრელმა დაქალმა, თიკო სადუნიშვილმა არ დაიშურა კომენტარები: "ეს არ იყო კონფლიქტი, უბრალო შელაპარაკება იყო. ჟურნალ "თბილისი ლაივის" გარეკანზე გამოსახულია ჩოხაში ჩაცმული მანდილოსანი. ეს ფოტო არ მოეწონა ანუკი არეშიძეს. ეტყობა, ანუკის ჩოხა წმინდა სამოსად აქვს წარმოდგენილი. ჩოხა უძველესი სამოსია და ის კარგ ადამიანებსაც ეცვათ და მსუბუქი ყოფაქცევის ხალხსაც. ანუკი ამის გამო რატომ გადაირია, ვერ გავიგე. იცით რამ გამახალისა, ანუკიმ ამ ფოტოს დანახვაზე თქვა, ეს რომ დათა თუთაშხიას ენახა, რას იტყოდაო. უმჯობესია მანვე გადახედოს საზღვარგარეთის ისტორიას და კულტურას. ეს ის ანუკი არ არის, თავის მაისურებს იმ ადამიანის ფოტო რომ დაახატა რომელმაც უამრავი ადამიანი დახოცა, მერე მთელ საქართველოს მოუწოდა, ეს მაისურები ჩაიცვითო და 200 ლარი დააფასა?!“. კითხვაზე არის თუ არა ანუკი არეშიძე გოიმი თიკო გვპასუხობს:" ანუკი არ არის გოიმი, ძალიან კარგი გოგოა" და თან იცინის.. 4144 6-ს მოსწონს
|