facebook-ი სასამართლო დავის წინაშე დგას, რომელიც გამოწვეულია facebook-ის მიერ ღილაკი
"like"-ის გამოყენებით.
სარჩელი შეიტანა ღია ჰოლდინგ კომპანიამ, რომელიც მოქმედებს გარდაცვლილი გერმანელი პროგრამისტის იოანეს
ვან დერ მირის სახელით.
Rembrandt Social Media-ს განცხადებით facebook-ის წარმატება ნაწილობრივ განპირობებული იყო
ვან დერ მირის ორი პატენტის ნებართვის გარეშე გამოყენებით.
facebook-ის წარმომადგენლების თქმით არ აპირებენ კომენტარის გაკეთებას მათ მიმართ გამოთქმული პრეტენზიებზე.
სარჩელი Rembrandt Social Media-მ ვირჯინიის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა.
"ჩვენ გვჯერა, რომ რემბრანტის პატენტები წარმოადგენენ სოციალური მედიის მნიშვნელოვან საფუძვლებს,
და ველით რომ მოსამართლე და ნაფიცი მსაჯულები მსგავს დასკვნას გააკეთებენ სამხილებზე დაყრდნობით."-
განაცხადა ფირმის ადვოკატმა ტომ მელშეიმერმა.
დღეს Rembrandt-ის მფლობელობაში იმყოფება პატენტები ტექნოლოგიისათვის.ვან დერ მირი
გარდაცვალებამდე მუშაობდა სოციალურ ქსელზე სახელით "Surfbook", მაგრამ სამწუხაროდ
ეს პროგრამა განუხორციელებელი დარჩა.
იურიდიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც ადვოკატის მიერ იქნა წარდგენილი, ვან დერ მირს,
facebook -ის შექმნამდე 5 წლით ადრე, 1998 წელს გადაეცა პატენტები.მისი
surfbook იყო სოციალური დღიური, რომელიც ხალხს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან
ინფორმაციის გაცვლისა და ზოგიერთი მონაცემის ღილაკით"like" მოწონების საშუალებას აძლევდა.
ქაღალდებიდან ცნობილი ხდება, რომ facebook-ისთვის ცნობილია პატენტების არსებობა,
იმდეანად რამდენადაც ისინი დამოწმებულია მათ განაცხადში, სოციალური ქსელის ზოგიერთი
ტექნოლოგიის დაპატენტების შესახებ.