x
image
eagle
ვენდოთ თუ არა ვიკიპედიას?!
imageეს რა უბედურებაა! ისტორიის მასწავლებელმა I მსოფლიო ომის შესახებ მოხსენების დაწერა დაგავალათ. პირველი რეაქცია: მაშინვე კომპიუტერისაკენ გარბიხართ და GOOGLE ში შემდეგ სიტყვებს ბეჭდავთ: "პირველი მოფლიო ომი". ჩნდება ვებ გვერდების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი ვიკიპედიაა. თაგუნას აწკაპუნებთ და ... "გაასწორა!" რეკორდულ დროში მოძიებული ყველა საჭირო ინფორმაცია გაქვთ. ეხლა ისღა დაგჩენიათ ფორმა მისცეთ, რამდენიმე პირადი მოსაზრება დაურთოთ, შესავალი და დასკვნა დაუწეროთ და მოხსენება მზადაა. ვიკიპედია თქვენი საუკეთესო მეგობარია. არც ერთ მოხსენებას ისე არ წერთ, დასახმარებლად მას რომ არ მიმართოთ. თქვენ მარტო არ ხართ: ყოველი სამიდან ერთი მას სიტემატიურად "სტუმრობს" დიახ, დიახ! მაგრამ ფრთხილად იყავით. ეს ჩვეულებრივი ენციკლოპედია არ გახლავთ: ისევე როგორც ფორუმში, ამ სახელგანთქმულ ვებ გვერდზეც, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ამა თუ იმ სტატიის ავტორი.

არის თუ არა ვიკიპედია სანდო? მოდით ვნახოთ. მაგალითად, დავწეროთ სტატია: კატულუს ლონდონელზე. აბა წავიდა! ვებ გვერდზე რამდენიმე მარტივი წესის ათვისების შემდეგ ვიკიპედიაში სტატიის დაწერა ბავშურ თამაშს გავს. "კატულუს ლონდონელი ამ ქვეყნად საუკეთესო კომიქსია..." კიდევ უამრავი ასეთი წინადადება დავამატე და აი ჩემი სტატიაც უკვე "ვიკიპედიაზეა". "GOOGLE ში ამ სახელის აკრეფისას ჩვენი სტატია მესამე ადგილძე ჩნდება! ორი დღის შემდეგ ინტერნეტში კვლავ შევდივარ და ჰოი უბედურებავ... ჩემი სტატია გამქრალია. ანუ რაც თავში მოგვივა Yველაფრის ვიკიპედიაზე დაწერა არ შეიძლება. ჩემ შემთხვევაში ჩანაწერი ალბათ იმიტომ წაშალეს, რომ მასში პირად მოსაზრებას დიდი ადგილი ეკავა. უფლება არ გვაქვს მიკერძოებული ვიყოთ - ეს ამ გვერდის ერთ-ერთი წესია აშკარაა რო ჩემს სტატიას ობიექტურობა აკლდა. სხვა აკრძალვები გახლავთ:

I არ გაქვს უფლებ ლანძღვის.

II საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანზე სტატიის დაწერის.


და მგზავსი უმარტივესი წესების დაცვის შემდეგ, ნებისმიერს შეუძლია სტატიის ვიკიპედიაზე გამოქვეყნების უფლება.

0
140
6-ს მოსწონს
ავტორი:eagle
eagle
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0