საქართველო
რატომ ზრდიდა თეა წულუკიანის ბებია ბოსტანში კანაფს?
2013, 11 თებერვალი, 20:31
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია "იმედზე" ოთარ ტატიშვილის "ღამის შოუს" სტუმრობდა. მინისტრმა თავის კულინარიულ შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფალ დროს კუბდარსაც აკეთებს. ამ კერძთან დაკავშირებით კი, ბავშვობიდან სახალისო ფაქტი გაიხსენა: როგორ ზრდიდა მისი ბებია ბოსტანში კანაფს და სანელებლად იყენებდა, რის გამოც იმდროინდელ პოლიციასთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა.რის გამოც მისმა ბებიამ კანაფი მოთხარა და პოლიციელებს გაატანა.