ბრედ პიტი
![ცნობილი მსახიობები "ოსკარის" გარეშე image](/uploads/article_images/small/89881360598245.png)
ბრედ პიტი წლებია მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად მამაკაცად ითვლება მაგრამ ეს ტიტული მას ვერ დაეხმარა "ოსკარი"-ს მისაღებად.
პიტი სამჯერ იყო წარდგენილი ოსკარის ნომინაციაზე და სამივეჯერ საუკეთესო მამაკაცის როლისთვის მაგრამ ვერასოდეს ვერ მოახერხა მისი მოპოვება.
ჯონი დეპი
![ცნობილი მსახიობები "ოსკარის" გარეშე image](/uploads/article_images/small/89881360598402.png)
ჯონი დეპმა ხალხის სიყვარული კაპიტანი ჯეკ ბეღურის როლის დახმარებით მოიპოვა, მაგრამ საყოველთაო სიყვარულის გამო ოსკარს არავის აძლევენ. ჯონი სამჯერ წარსდგა ნომინანტად მაგრამ არცერთხელ არ გაუმართლა.
ჯიმ ქერი
![ცნობილი მსახიობები "ოსკარის" გარეშე image](/uploads/article_images/small/89881360598489.png)
გახსოვთ ოდესმე ოსკარი კომედიური ჟანრის მსახიობს მიეღო? არც მე.. ამის გამო ჯიმ ქერი არასოდეს წარდგენილა ოსკარის ნომინანტთა შორის.
ლეონარდო დი კაპრიო
![ცნობილი მსახიობები "ოსკარის" გარეშე image](/uploads/article_images/small/89881360598615.png)
გულწრფელად გეტყვით რომ მიკვირს ამ კაცის უოსკარობა, რადგან ფილმებმა რომელშიც ლეო მონაწილეობდა 30-ჯერ აიღეს ოსკარი თვითონ დი კაპრიოს კი არცერთხელ მიუღია საკუთარი ქანდაკება.
წარდგენილი იყო სამჯერ მაგრამ არცერთხელ არ გაუმართლა.
ჰელენა ბონემ კარტერი
![ცნობილი მსახიობები "ოსკარის" გარეშე image](/uploads/article_images/small/89881360598764.png)
ეპატაჟური ბრიტანელი მსახიობი ორჯერ წარსდგა ოსკარის ნომინანტად მაგრამ არც მას გაუმართლა და ვერცერთხელ ვერ მოიპოვა ქანდაკება, მაგრამ ეს მას არ ანერვიულებს და ჰელენა ამბობს რომ ის ოსკარისთვის კი არა ხალხის სიყვარულისთვის მუშაობს.
კამერონ დიაზი
![ცნობილი მსახიობები "ოსკარის" გარეშე image](/uploads/article_images/small/89881360598962.png)
კამერონის სამსახიობო ცხოვრებაში 30-მდე ფილმის ჩამოთვლა შეიძლება. დებიუტი ჰქონდა ფილმში "ნიღაბი", მაგრამ პოპულარობა "ჩარლის ანგელოზებმა" მოუტანა. არცერთხელ არ არის წარდგენილი ოსკარის ნომინაციაზე.
ანტონიო ბანდერასი
![ცნობილი მსახიობები "ოსკარის" გარეშე image](/uploads/article_images/small/89881360599120.png)
ესპანელმა მაჩომ ანოტნიო ბანდერასმა მოახერხა და მიაღწია ჰოლივუდში სახალხო აღიარებას. ის პირველი ესპანელი მსახიობი იყო რომელმაც მოიპოვა "ოქროს გლობუსი" და მონაწილეობა მიიღო სამოცზე მეტ ფილმში მაგრამ ამათგან ოსკარის მიღება ვერცერთში ვერ მოახერხა.