ყველაზე ძვირფასი ნიშნობის ბეჭდის მფლობელი მომღერალი ბიონსეა, ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც მას ამერიკელმა რეპერმა JAY-Z-მა აჩუქა, 5 მილიონი დოლარი ღირს და 18 კარატისგან შედგება.
სკანდალურმა პერის ჰილტონმა თავის ექსსაქმროსგან 4, 7 მილიონ დოლარად ღირებული 24 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი მიიღო. აღსანიშნავია, რომ პერისმა ბეჭედი დიდად და სატარებლად არაკომფორტულად ჩათვალა და Cartier-ს მისი უფრო სადა ვარიანტი შეუკვეთა.
მილიონერმა დონალდ ტრამპმა თავის საცოლეს, ფოტომოდელსა და დიზაინერ მელანი კნაუსს 2 მილიონ დოლარად ღირებული ბეჭედი აჩუქა.
აგრეთვე 2 მილიონ დოლარად შეფასებული ბეჭედი აჩუქა კალათბურთელმა კრისმა თავის საცოლე კიმ კარდაშიანს, თუმცა სულ ტყუილად დაიხარჯა. წყვილი ქორწინებიდან 2 თვეში დაშორდა ერთმანეთს.
ჯონ კენედიმ თავის რჩეულ ჟაკლინ კენედის 1, 5 მილიონ დოლარად შეფასებული ბეჭედი აჩუქა, რომელსაც 2, 88 კარატიანი ზურმუხტი ამშვენებს.
ბეჭედი, რომელიც ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს აჩუქა, შეფასებულია 1, 2 მილიონ დოლარად და მას 6, 1 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი ამშვენებს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წყვილის ქორწილი არ შედგა, ის ცერემონიის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე ჩაიშალა.
მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა ჯონსისთვის 1 მილიონი დოლარი არ დაიშურა და 10 კარატიანი ბრილიანტით შემკული ბეჭედი აჩუქა.
გაგიკვირდებათ და ანჯელინა ჯოლის ნიშნობის ბეჭედი სულ რაღაც 250 ათასი დოლარი ღირს. ბეჭედი იმითაც გამოირჩევა, რომ მის შექმნაში ბრედ პიტმა იუველირ რობერტო პროკობთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ჯოლისთვის ის ყველა ძვირფას ნივთზე უფრო ძვირფასია.
![ვის ერგო წილად ყველაზე ძვირფასი
ნიშნობის ბეჭედი? image](/uploads/article_images/small/52201360592221.jpg)
![ვის ერგო წილად ყველაზე ძვირფასი
ნიშნობის ბეჭედი? image](/uploads/article_images/small/52201360592260.jpg)
![ვის ერგო წილად ყველაზე ძვირფასი
ნიშნობის ბეჭედი? image](/uploads/article_images/small/52201360592380.jpg)
![ვის ერგო წილად ყველაზე ძვირფასი
ნიშნობის ბეჭედი? image](/uploads/article_images/small/52201360592400.jpg)
![ვის ერგო წილად ყველაზე ძვირფასი
ნიშნობის ბეჭედი? image](/uploads/article_images/small/52201360592305.jpg)
![ვის ერგო წილად ყველაზე ძვირფასი
ნიშნობის ბეჭედი? image](/uploads/article_images/small/52201360592326.jpg)