x
image
ბუბუ007
ჩემი შეხედულება თუ როგორია ქართველი კაცი?

ქართველი კაცი:

-იზრდება სუფრაზე.ბავშვობიდან სვამს საქართველოს ან ეკლესიების სადღეგრძელოს(მაგრამ მარტო ეგ ჭიქას, რომ არ გალოთდეს).
-იზრდება ქუჩაში და სწავლობს ბევრ „კაცურ საქციელს“;პურჭყიაობას, გენიტალიების მოფხანვას, ჩაკუზვა-წელში გამართვას.
-თვეში ერთხელ „სასტავთან“ ერთად მიდის ეკლესიაში, ანთებს სანთელს და მიდის სახლში.

-უყვარდება ნაზი, მზეთუნახავი, მორწმუნე გოგო, რომელსაც შეყვარებული არ
ყოლია, არ აკვს ნაკოცნი ბიჭზე, სექსზე საუბარიც ზემდეტია!(ნაკითხებს კარგად
ვერ უგებს-„ტვინს დღნავენ ეგენი“).
-არ კოცნის ცოლად მოყვანამდე, სექსზე საუბარიც ზემდეტია!
-ცოლად მოყავს მაშინ, როცა ოჯახი ქორწილის ფულს ნახავს, ან ბანკში სესხს აიღებს.

-ქორწილს აკეთებს მინიმუმ 500 კაციანს, მერე მისვლა-მოსვლა რომ შეძლოს
ხალხში და არ „დაიკარგოს“.მერე რა მოხდა, 3-4 ათასი ლარი ვალად თუ
დაედება?!(პირველ ღამეს მიდის სასტუმროში)
-ცხოვრობს მშობლებთან ერთად, მათ ხარჯზე, ან ცოლს საზღვარგარეთ უშვებს სამუშაოდ.
-სურს, რომ ყავდეს შვილი, ანუ ბიჭი.
-სახლში ხშირად ბრუნდება გალეწილი მთვრალი, იგინება ქალებთან(ან უარეს შემთხვევაში აგინებს) და უშვებს „ქუხნაში“, ან „სპალნაში“.
-უსახსრობის მიუხედავად, ახერხებს და ყიდულობს BMW -ს ან Mercedes-ს.

-ხანდახან წამოარტყამს ვაჟიშვილს თავში, „ქალაბიჭა“ რომ არ
გაიზარდოს.გოგოს ხშირად ეფერება, არ აგზავნის მეგობრებთან ერთად საქეიფოდ, არ
უყვარს გოგოს მეგობრები, მის პირველ შეყვარებულს ახსენებს მისი შვილი ვისი
გორისაა და ა.შ
-აქვს დიდი ღიპი და ამაყობს ამით!
-კვდება ამაყი, რადგან კვდება ქართველი!

კიდე ბევრს დავწერდი, მაგრამ დავიღალე :/ დანარჩენი თქვენ დაამატეთ :*

1
131
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
131
  
2013, 14 თებერვალი, 0:46
ბევრი არასწორია და ზედმეტი დაცინვაა
0 1 1