სხვა თანამედროვე საღეჭი რეზინის ისტორია 2013, 11 თებერვალი, 17:25 ჩვენთვის ცნობილია, რომ საღეჭი რეზინი სასარგებლოა კბილებისათვის, რომლის შედეგაც პირის ღრუს სასიამოვნო სუნსაც კი გვიტოვებს. ძველ ანტიკურ საბერძნეთში საღეჭი რეზინის არარსებობის შედეგად ისინი იყენებდნენ ე.წ.“ხის წვენს", რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ქალები, რადგან მათ სასიამოვნო და ჯამრთელ სუნთქვას უზრუნველყოფდა.ქრისტეს შობის შემდეგ მაიას ტომები სამხრეთ ამერიკაში მას “ჩიკლეის" ეძახდნენ, რომელსაც ახვევდნენ ფოთლებში და მათი აზრით, ის წარმოადგენდა “ჩიკლეის" შეკვრას.ამარიკელმა მაიას ტომებმა მისი გავრცელება მოახერხეს ოკეანის გაღმაც, დიდ ბრიტანეთში, რომელთათვისაც “ახალ ხილს"წარმოადგენდა ე.წ “ჩიკლეი" თანამედროვე საღეჭი რეზინის ისტორია იწყება მეცხრამმეტე საუკუნეში, ამერიკაში. 1892 წელს ერთმა ამერიკელმა ჭკვიანმა ახალგაზრდამ ვილიამ ვრიგლიმ გადაწყვიტა, რომ საღეჭი რეზინი ყოფილიყო მომავლის საგანი.ვრიგლი იყო ბიზნეს-გენიოსი, რომელმაც პირველად გამოიყენა რეკლამა, რომ საღეჭი რეზინი ყოფილიყო უფრო ცნობადი და გაყიდვადი. ვილიამ ვრიგლი იყო სარეკლამო გენიოსი.მან დაიქირავა ლამაზი 100 გოგონა, რომლებსაც “ვრიგლის გოგონები" უწოდა.მისი ესეთი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, მისი გოგონები ნიუ-ორკისა და ჩიკაგოს ქუჩებში არიგებდნენ საღეჭ რეზინებს, მილიონობით აგილზე ვრცელდებოდა საღეჭი რეზინი, რასაც თან დაურთო ე.წ “ბილბორდები", რომელიც ერთი მილის მანძილზე გაჰყვებოდა მატარებლის სადგურს ლიანდაგის ჩაყოლებაზე.ასე, რომ საღეჭი რეზინი გახდა პოპულარული მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორ გაიგეს საღეჭი რეზინის შესახებ მსოფლიოში? მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ვრიგლი ამერიკელ ჯარსკაცებს აძლევდა საღეჭ რეზინებს რელაქსაციისათვის.1994 წელს ამერიკელმა ჯარისკაცებმა საღეჭი რეზინი გაიტანეს ოკეანის გაღმა და დაიწყეს იქ ბავშვებისათვის დარიგება.გავრცელდა და მალევე შეიყვარა მსოფლიომ საღეჭი რეზინი, გაიძახოდნენ: “ღმერთო ბევრი საღეჭი". საინტესოა რით მზადდებოდა თავიდან საღეჭი რეზინი? ამაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია რადგან არავინ არ იცის, როგორ ან რით მზადდება, ამისი მიზეზი კი საღეჭი რეზინის შემქმნელთა გასაიდუმლოებული რეცეპტია. 124 2-ს მოსწონს
|